![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/19/Paramaribo-Waterkant.jpg/640px-Paramaribo-Waterkant.jpg&w=640&q=50)
პარამარიბო
From Wikipedia, the free encyclopedia
პარამარიბო (ესპ. Paramaribo) — სურინამის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. მდებარეობს მდინარე სურინამზე, ატლანტის ოკეანესთან მისი შეერთების ადგილიდან 20 კილომეტრში. პარამარიბოში ცხოვრობს დაახლოებით 241,000 ადამიანი (2012 წლის აღწერით), სურინამის მოსახლეობის თითქმის ნახევარი. [1] ისტორიული შიდა ქალაქი პარამარიბო 2002 წლიდან არის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი . [2]
დედაქალაქი | |
---|---|
პარამარიბო ესპ. Paramaribo | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
დაქვემდებარება | დედაქალაქი |
კოორდინატები | 5°52′00″ ჩ. გ. 55°10′00″ დ. გ. |
დაარსდა | 1613 |
ფართობი | 183 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 3±1 მეტრი |
ოფიციალური ენა | ნიდერლანდური ენა |
მოსახლეობა | 242 946 კაცი (2004) |
სიმჭიდროვე | 1327,6 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC-3 |
ოფიციალური საიტი | http://www.paramaribo.com/ |
ქალაქი დააარსეს ფრანგებმა 1640 წელს. მოგვიანებით, 1951 წლიდან გახდა ინგლისის კოლონია. 1667 წელს ბრედას ხელშეკრულებით დასახლება გადავიდა ნიდერლანდელების ხელში. ნიდერლანდური კოლონიალური მმართველობა შეცვალა ბრიტანულმა კონტროლმა (1799-1802 და 1804-1815) ქვეყნის დედაქალაქია 1975 წლიდან. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქალაქი მნიშვნელოვნად გაიზარდა, ძირითადად ტურიზმის და ინდუსტრიის ხარჯზე. წარმოება მოიცავს საღებავებს, მარგარინს, ცემენტს და ლუდს.
ქალაქის ადმინისტრაციული ცენტრია დამოუკიდებლობის მოედანი, სადაც მდებარეობს საპრეზიდენტო სასახლე და ფინანსთა სამინისტროს შენობა, რომელთა არქიტექტურული მნიშვნელობაც აღსანიშნავია. ეს მოედანი მასპინძლობს ძირითად შეჯიბრებებს. პარამარიბოს აქვს მუზეუმი, ბიბლიოთეკა და პალმების ფართო ბაღი. ძირითადი სასწავლო ინსტიტუტებია სურინამის ანტონ დე კომის უნივერსიტეტი, რომელიც 1968 წელს დაფუძნდა, სურინამის პოლიტექნიკური კოლეჯი(1994), და სურინამის სასოფლო-სამეურნეო კვლევის ცენტრი (1967).