From Wikipedia, the free encyclopedia
პანამის ყელი მისი ისტორიული სახელია დარიენის ყელი — მიწის ვიწრო ზოლი, რომელიც მდებარეობს კარიბის ზღვასა და წყნარ ოკეანეს შორის, ასევე აკავშირებს სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკას. ის მდებარეობს პანამაში, პანამის არხის ტერიტორიაზე. როგორც უმეტესობა ყელს მასაც დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.
პანამის ყელი ჩამოყალიბდა დაახლოებით 3 მილიონი წლის წინ, პლიოცენის ეპოქაში. ამ მოვლენამ განაცალკევა წყნარი და ატლანტიკის ოკეანეები და შექმნა გოლფსტრიმის დინება.
კარიბის ზღვაში ცურვის დროს ვასკო ნუნიეს დე ბალბოამ გაიგო ადგილობრივი ინდიელებისგან, რომ არსებობდა სამხრეთის ზღვა. 1513 წლის 25 სექტემბერს ის გახდა პირველი ეფროპელი, ვინც წყნარი ოკეანე იხილა. 1519 წელს ინდიელების სამოსახლოს მახლობლად შეიქმნა პატარა დასახლება პანამა. პერუს აღმოჩენის შემდეგ ის სწრაფად განვითარდა და გახდა სავაჭრო ცენტრი. 1671 წელს უელსელმა მეკობრემ ჰენრი მორგანმა გადაკვეთა პანამის ყელი და დაარბია დასახლება. ამის შემდეგ დასახლებამ გადაინაცვლა რამდენიმე კილომეტრით დასავლეთით მდებარე ნახევარკუნძულზე. ძველი ქალაქის ნანგრევები დაცულია და 1997 წლიდან გამოცხადებულია მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.