პალადიუსის სისტემა
From Wikipedia, the free encyclopedia
პალადიუსის სისტემა — კირილურ შრიფტზე არსებული ჩინური ენის სატრანსკრიფციო სისტემა.
ჩინური სატრანსკრიფციო სისტემა შექმნა რუსმა არქიმანდრიტმა და სინოლოგმა პალადიუსმა (პიოტრ კაფაროვი), პალადიუსი მუშაობისას ნიკიტა ბიჩურინისა (ჰიაცინთი) და ვასილი ვასილიევის მიერ მანამდე გაწეულ სამუშაოზე ეყრდნობოდა და თავის „ჩინურ-რუსულ ლექსიკონში“ (დაასრულა პაველ პოპოვმა) გამოიყენა, რითაც პოპულარობა გაუწია მის მიერ შექმნილ სისტემას. ლექსიკონი გამოქვეყნდა 1888 წელს.
პალადიუსის სისტემას ზოგჯერ ვასილიევის სისტემასაც უწოდებენ.
პალადიუსის სისტემა დღესდღეობით საყოველთაოდ აღიარებული სისტემაა რუსულ-ჩინურ ლექსიკოგრაფიაში.