From Wikipedia, the free encyclopedia
პაგადიანი (ოფიციალურად ქალაქი პაგადიანი; სებ: Dakbayan sa Pagadian; ტაგ: Lungsod ng Pagadian; სუბ: Gembage G'benwa Pagadian/Bagbenwa Pagadian) — სამხრეთ ზამბოანგის პროვინციის დედაქალაქი და მეორე კლასის შემადგენელი ქალაქი ფილიპინებში. ზამბოანგის ნახევარკუნძულის რეგიონული ცენტრი და სიდიდით მეორე ქალაქი რეგიონში, დამოუკიდებელ ქალაქ ზამბოანგას შემდეგ. 2015 წლის აღწერით, ქალაქის მოსახლეობაა 199 060 ადამიანი.
პაგადიანი | |||
| |||
ქვეყანა | ფილიპინები | ||
---|---|---|---|
კოორდინატები | 7°49′38″ ჩ. გ. 123°26′11″ ა. გ. | ||
დაარსდა | 23 მარტი, 1937 | ||
ფართობი | 378.80 კმ² | ||
მოსახლეობა | 210 452 (1 მაისი, 2020)[1] | ||
სასაათო სარტყელი | UTC+8 | ||
სატელეფონო კოდი | 62 | ||
საფოსტო ინდექსი | 7016 | ||
ოფიციალური საიტი | http://www.pagadian.gov.ph/ | ||
| |||
პაგადიანი ზამბოანგის ნახევარკუნძულის სამხრეთ-დასავლეთით ძველი ზამბოანგის ესპანური ფორტიდან ჩრდილოეთით პროვინციის სხვა ქალაქებთან სავაჭრო გზაზე მდებარეობდა. ქალაქი ხელსაყრელი იყო თავშესაფრის საძიებლად და სათევზაო სივრცეებით გამოირჩეოდა, თუმცა მთიანი რელიეფის გამო არახელსაყრელი მდებარეობა ჰქონდა. ისტორიის მანძილზე აქ სხვადასხვა წარმოშობის ხალხი სახლდებოდა, რომელთაც საბოლოოდ „პაგადიანები“ უწოდეს.
პაგადიანის სიმბოლოა უნიკალური დიზაინის მქონე ველოსიპედი, რომელიც მთიან რელიეფზე გადასაადგილებლად შეიქმნა. პაგადიანი ერთადერთი ქალაქია ფილიპინებში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი 25-40° დახრილობის ფერდობებზე გადაადგილდება.[2][3][4]
პაგადიანი დასავლეთ მინდანაოს რეგიონის უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს და ილანის ყურეს ესაზღვრება. ქალაქი გარშემორტყმულია მუნიციპალიტეტებით: სამხრეთ-დასავლეთით ტიგბაოსა და დუმალინაოს მუნიციპალიტეტები ესაზღვრება, დასავლეთით — ლეიქვუდი, აღმოსავლეთითა და ჩრდილო-დასავლეთით — ლაბანგანი, ხოლო ჩრდილოეთით — მიდსალიპი.
ქალაქი 45% ციცაბო ფერდობებითაა დაფარული, ხოლო ჩრდილო-დასავლეთი მდებარე მთები დაახლოებით 15,090 ჰექტარს ფარავს. სამი შესამჩნევი მწვერვალია: სუგარლოფის მთა (1 376 მ), პინუკისის მთა (1 213 მ) და პალპალანის მთა (650 მ). ჩრდილოეთი და ცენტრალური ნაწილი ნაკლებად ციცაბო ფერდობებს წარმოადგენს და დაახლოებით 47%-ს იკავებს. დარჩენილი 8% ქალაქის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილებს მოიცავს. უბრანული ნაწილი 845.48 ჰექტარს უდრის.
ბუნებრივი დრენაჟის ფუნქციას მდინარეები ტიგუმა, ბულატოკი, გატასი და ბალანგასანი ასრულებენ, რომლებიც პაგადიანის ყურეში ჩაედინებიან. ქალაქის ტოპოგრაფიის გამო, მისი 54 ბარანგაისთვის წყალდიდობები არ არის დამახასიათებელი. წყალდიდობები ზოგჯერ ხდება ქალაქის სამხრეთ და აღმოსავლეთ ქვედა წელში, განსაკუთრებით ძლიერი წვიმების დროს.
ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ტროპიკებში მდებარე პაგადიანი გამოირჩევა მშრალი (იანვრიდან მარტამდე) და წვიმიანი (აპრილიდან დეკემბრამდე) სეზონებით. ქალაქი ფილიპინების ტაიფუნის ჯაჭვის გარეთაა, რის გამოც ტროპიკული შტორმები და ტაიფუნები ხშირი არაა. ტემპერატურა 22.2—32.9 °C-ს შორის მეწყეობს. ხშირია სამხრეთ-დასავლეთის ქარები, რომელიც ძირითადად მშრალი სეზონის დროს ქრის. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობაა 2 500-3 000 მმ.
პაგადიანი პოლიტიკურად 54 ბარანგაიდ იყოფა, რომელთაგანაც 16 ურბანულია.
ქალაქს და დღევანდელ ბარანგაებს: მურიკაის, სამხრეთ ტავაგანსა და თეთრ პლაჟს ადრე ტალაპუკანი ეწოდებოდა, რაც ადგილობრივთა ენაზე „მრავალრიცხოვანი წყაროს ადგილს“ ნიშნავს.[5] ქალაქის ამჟამინდელი სახელწოდება აღებულია ირანუნის ენიდა: pagad (მოცდა) და padian (ბაზარი), რაც იმაზე მიანიშნებს, რომ პაგადიანი წარსულში სავაჭრო ადგილი იყო. სხვა თეორიების თანახმად, ქალაქის სახელწოდება წარმოდგება ადგილობრივი ფრინველის გაგადიანის სახელიდან ან სიტყვიდან pangadyi (ლოცვა), შემდეგში pangadyian („ლოცვის ადგილი“ ან „მლოცველთა მიწა“). ერთ-ერთი ვერსიით, ქალაქის სახელწოდება მომდინარეობს სებუანური სიტყვიდან pengadian, რაც „სკოლას“ ნიშნავს.
პანგადიანის ადგილობრივი მოსახლეები ლუმადები იყვნენ, უფრო ზუსტად, სუბანონები. შემდეგში მუსლიმმა მოსახლეობამ ისლამიზაციის პროცესი დაიწყო. ლუმადების ნაწილი, რომლებმაც მოქცევაზე უარი თქვეს, მთიან რეგიონებში გადასახლდა.
1952 წლის 617 სექტემბერს პაგადიანი ახლად დაარსებული პროვინციის, სამხრეთ ზამბოანგის დედაქალაქი გახდა. 1976 წლის 16 აგვისტოს ქალაქი მოროს ყურის მიწისძვრისა და ცუნამის არეში მოხვდა. პაგადიანს ცუნამმაც გადაუარა და მიწისძრის ცენტრშიც აღმოჩნდა, რასაც დიდი მსხვერპლიც მოჰყვა.[6][7][6] 1990 წლის ოქტომბერში პრეზიდენტმა კორასონ აკინომ ხელი მოაწერა 429-ე აღმასრულებელი ბრძანებას, რომლის მიხედვითაც ქალაქი პაგადიანი IX რეგიონის (ზამოანგის ნახევარკუნძული) რეგიონულ ცენტრად გამოცხადდა.[8] 2004 წლის 12 ნოემბერს პაგადიანი ოფიციალურად გახდა ზამბოანგის ნახევარკუნძულის რეგიონული ცენტრი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.