ოქროს ტაძარი
From Wikipedia, the free encyclopedia
ოქროს ტაძარი (იაპონ. 金閣寺) — იაპონელი ავტორის, იუკიო მიშიმას, 1956 წლის რომანი.
სწრაფი ფაქტები „ოქროს ტაძარი“, ავტორი ...
„ოქროს ტაძარი“ | |
---|---|
კინკაკუ-ჯი | |
ავტორი | იუკიო მიშიმა |
ქვეყანა | იაპონია |
ენა | იაპონური |
გამომცემელი | Shinchosha |
გამოცემის თარიღი | 1956 |
გვერდი | 263 |
oclc | 59908578 |
ISBN | 1-85715-169-0 |
დახურვა
ნაწარმოები რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული, კერძოდ იგი შთაგონებულია რიგითი ბუდისტი დამხმარის მიერ 1950 წელს ტაძარი კინკაკუ-ჯის გადაწვის მცდელობით. აღნიშნული ტერიტორია, პავილიონი, ჯერ კიდევ XV საუკუნით დათარიღებულ ხელნაწერებში გვხვდება, მას შემდეგ იგი არაერთხელ რესტავრირებულა, შესაბამისად მეოცე საუკუნეში მომხდარმა ზემოხსენებულმა ფატალურმა მოვლენამ დიდი შოკი გამოიწვია სრულიად იაპონიაში.
The New York Times Books Review-ში წიგნი მოიხსენიეს, როგორც „ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო“ და აღნიშნეს, რომ მის 1959 წლის ინგლისურენოვან გამოცემას „დასავლური დიდება მოჰყვა“.[1]