ოქროს ბულა (ლათ. bulla aurea; ბერძ. Χρυσόβουλλον, „ხრუსობულონ“) — შუა საუკუნეების მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ სიგელთა სახელი, რომელიც სიგელზე შეკიდებულ ოქროს ბეჭდისაგან წარმოდგება. თავდაპირველად გამოიყენებოდა ბიზანტიის იმპერიაში. ცნობილია უნგრეთის მეფის ანდრაშ II-ის 1222 წლის ოქროს ბულა, რომელმაც შეზღუდა სამეფო ხელისუფლება და განამტკიცა თავადაზნაურობის პრივილეგიები. განსაკუთრებით აღსანიშნავია იმპერატორ კარლ IV-ის 1356 წელს ოქროს ბულა, რომელიც საღვთო რომის იმპერიის ძირითადი საკანონმდებლო აქტი იყო და 1806-მდე მოქმედებდა. შუა საუკუნეების საქართველოში მას „ოქრობეჭედის“ სახელით იცნობდნენ. ოქრობეჭდებზე ბევრგან არის საუბარი პეტრიწონის მონასტრის წესდებაში (XI ს.), რომელიც გრიგოლ ბაკურიანის ძემ შეადგინა.
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
- შანიძე ა., ქართველთა მონასტერი ბულგარეთში და მისი ტიპიკონი, თბ., 1971;
- ჯავახიშვილი ივ., ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ახლა, წგნ. 3, ნაკვ. 2 - ქართული სიგელთამცოდნეობა ანუ დიპლომატიკა, ტფ., 1926;
- ფუტკარაძე ი., ქსე, ტ. 7, თბ., 1984
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.