ოტსის ნაპირი
From Wikipedia, the free encyclopedia
From Wikipedia, the free encyclopedia
ოტსის ნაპირი (ინგლ. Oates Coast) — ვიქტორიას მიწის ჩრდილოეთ სანაპიროს ნაწილი აღმოსავლეთ ანტარქტიდაში, რომელიც გაწოლილია აღმოსავლეთ გრძედის 156° და 166° შორის.
ოტსის ნაპირი გადაჭიმულია დაახლოებით 600 კმ-ზე. ნაპირი თითქმის მთლიანად ყინულითაა დაფარული, მხოლოდ აღმოსავლეთ ნაწილშია ყინულისაგან თავისუფალი მთების ჯგუფი.
ოტსის ნაპირი აღმოაჩინა რობერტ სკოტის ინგლისურმა ექსპედიციამ 1911 წლის თებერვალში და ეწოდა ამ ექსპედიციის ერთ-ერთი წევრის — კაპიტან ლოურენს ოტსის სახელი, რომელიც სკოტთან ერთად დაიღუპა სამხრეთ პოლუსიდან დაბრუნების დროს. ნაპირი ჰაერიდან პირველად აგეგმეს 1946-1947 წლებში აშშ-ის ექსპედიციის დროს. 1958 წელს აგეგმა და პირველად გამოიკვლია საბჭოთა ანტარქტიდულმა ექსპედიციამ.
1971 წლის თებერვლიდან 1991 წლის მარტამდე ოტსის ნაპირის ტერიტორიაზე ფუნქციონირებდა საბჭოთა ანტარქტიდული სადგური — ლენინგრადსკაია, რომელიც 1991 წლის მარტიდან დაკონსერვებულია.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.