ოსტპოლიტიკა
From Wikipedia, the free encyclopedia
ოსტპოლიტიკა — გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის (გფრ) საგარეო პოლიტიკის მიმართულება, რომელიც 1960-იანი წლების მიწურულს კანცლერმა ვილი ბრანდტმა წამოიწყო. პოლიტიკა მოიცავდა აღმოსავლეთის მიმართულებით საბჭოთა კავშირთან და კომუნისტური ბლოკის ქვეყნებთან ურთიერთობების გადატვირთვას და მათთან ვაჭრობის დაწყებას. საბჭოთა კავშირთან შეთანხმება 1970 წელს გაფორმდა, რომლის მიხედვითაც, მხარეებმა უარი თქვეს ძალის გამოყენებაზე, მათ შორის პოლონეთის მიმართაც; ამასთანავე, გფრ-მ აღიარა 1945 წლის ოდერ-ნაისეს ხაზის აღმოსავლეთ ნაწილის გერმანიის ტერიტორიული დანაკარგები. ოსტპოლიტიკა მომდევნო კანცლერმა, ჰელმუთ შმიდტმა გააგრძელა.