ორხონი
From Wikipedia, the free encyclopedia
ორხონი (მონღ. Орхон гол) — მდინარე მონღოლეთში, სელენგის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 1124 კმ, აუზის ფართობი 132,8 ათასი კმ². სათავე აქვს ხანგაის მთებში; ზემო წელზე ვიწრო, ადგილ-ადგილ კანიონისებრი ხეობა აქვს, წარმოქმნის 20-მდე მეტრის სიმაღლის ჩანჩქერს; შუა წელზე ხეობა ღრმა და დაკლაკნილია; ქვემო წელზე, მთებიდან გამოსვლის შემდეგ, კალაპოტი 100–150 მეტრამდე განიერდება. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან ახლოს 120 მ³/წმ-ია.[1][2] იკვებება უმეტესად წვიმის წყლით.[2] გაზაფხულზე სეზონური თოვლის დნობის დროს წყალდიდობა იცის; ზაფხულის წვიმების დროს წყალმოვარდნები ახასიათებს. გაყინულია ნოემბრიდან აპრილამდე. სანაოსნოა ქალაქ სუხე-ბატორამდე, წყალდიდობის დროს — მდინარე ტუულის შესართავამდე. გამოიყენება ხე-ტყის დასაცურებლად.[1][2]
სწრაფი ფაქტები ორხონი, ქვეყანა ...
ორხონი | |
---|---|
| |
ქვეყანა |
![]() |
ტერიტორიული ერთეულები | არახანგაი, უვერხანგაი, ბულგანი, სელენგე, დარხან-უული |
ქალაქები | სუხე-ბატორი |
სათავე |
ხანგაის მთები 47°03′16″ ჩ. გ. 101°19′59″ ა. გ. |
შესართავი |
სელენგა 50°15′07″ ჩ. გ. 106°08′14″ ა. გ. |
სიგრძე | 1124 კმ |
აუზის ფართობი | 132,8 ათასი კმ² |
მდინარის სისტემა | სელენგა ბაიკალი ანგარა ენისეი კარის ზღვა |
წყლის ხარჯი (საშ.) | 120 მ³/წმ |
![]() ![]() | |
![]() |
დახურვა