ონი
From Wikipedia, the free encyclopedia
ონი — ქალაქი დასავლეთ საქართველოში. გაშენებულია მდინარე რიონის მარცხენა ნაპირზე, ღრმა ხეობაში. ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. ზღვის დონიდან 830 მეტრი, თბილისიდან 210 კილომეტრი. 2656 მცხოვრები (2014).
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ონი (მრავალმნიშვნელოვანი). |
სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ონი | |||||
ონის სინაგოგა | |||||
| |||||
ქვეყანა | საქართველო | ||||
მხარე | რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარერაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე | ||||
მუნიციპალიტეტი | ონის მუნიციპალიტეტი | ||||
კოორდინატები | 42°35′00″ ჩ. გ. 43°26′35″ ა. გ. | ||||
პირველი ხსენება | მე-15 საუკუნე | ||||
ცენტრის სიმაღლე | 830 მ | ||||
ოფიციალური ენა | ქართული ენა | ||||
მოსახლეობა | 2656[1] კაცი (2014) | ||||
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 98,9 % ებრაელები 0,5 % | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||||
სატელეფონო კოდი | +995 473[2] | ||||
საფოსტო ინდექსი | 3600[3] | ||||
დახურვა
ქალაქის ტერიტორია მნიშვნელოვნად გაფართოვდა მდინარე რიონის მარცხენა ნაპირის გასწვრივ საყრდენი კედლის აგების შემდეგ. გაყვანილია წყალსადენი. ქალაქზე გადის ოსეთის სამხედრო გზა. ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. ონში არის ნიკორწმინდის ეპარქიის რეზიდენცია.