ოლღა კონსტანტინეს ასული
From Wikipedia, the free encyclopedia
ოლღა კონსტანტინეს ასული (რუს. Ольга Константиновна, ბერძ. Όλγα Κωνσταντίνοβνα; დ. 3 სექტემბერი, 1851, პავლოვსკი, რუსეთი — გ. 18 ივნისი, 1926, რომი, იტალია) — საბერძნეთის დედოფალი 1867-1913 წლებში როგორც მეფე გეორგიოს I-ის მეუღლე. საბერძნეთის რეგენტი 1920 წელს.
ოლღა კონსტანტინეს ასული | |
---|---|
საბერძნეთის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 27 ოქტომბერი, 1867 |
მმართ. დასასრული: | 18 მარტი, 1913 |
წინამორბედი: | ამალია ოლდენბურგელი |
მემკვიდრე: | სოფია პრუსიელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 3 სექტემბერი, 1851 |
დაბ. ადგილი: | პავლოვსკი, რუსეთი |
გარდ. თარიღი: | 18 ივნისი, 1926, (74 წლის) |
გარდ. ადგილი: | რომი, იტალია |
დაკრძ. ადგილი: | ათენი, საბერძნეთი |
მეუღლე: | გეორგიოს I, საბერძნეთის მეფე |
შვილები: |
კონსტანტინოს I, საბერძნეთის მეფე გეორგიოსი ალექსანდრა ნიკოლოზი მარია ანდრეასი კრისტოფერი |
დინასტია: | რომანოვები |
მამა: | დიდი მთავარი კონსტანტინე ნიკოლაევიჩი |
დედა: | ალექსანდრა საქსენ-ალტენბურგელი |
რელიგია: | მართლმადიდებლობა |
ხელმოწერა: | |
იგი იყო რომანოვების დინასტიის წარმომადგენელი, რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის ვაჟის, დიდ მთავარ კონსტანტინესა და პრინცესა ალექსანდრა საქსენ-ალტენბურგელის ქალიშვილი. მან თავისი ბავშვობა პეტერბურგში, პოლონეთსა და ყირიმში გაატარა. 1867 წელს, 16 წლის ასაკში მიათხოვეს საბერძნეთის მეფე გეორგიოს I-ს. როგორც დედოფალი იგი აქტიურად იყო ჩაბმული საქველმოქმედო საქმიანობასა და სოციალურ აქტივობებში. მან დააარსა არაერთი საავადმყოფო, სკოლა და დააფინანსა სახარების ბერძნულად, ხელახლა თარგმნა, რამაც ბერძენი კონსერვატორების უკმაყოფილება გამოიწვია.
1913 წელს, მას შემდეგ რაც მისი ქმარი მოკლეს, ოლღა რუსეთში დაბრუნდა. ამ ამბიდან მალევე დაიწყო პირველი მსოფლიო ომი, რა დროსაც პავლოვსკის სასახლეში სამხედრო ჰოსპიტალი შექმნა, სადაც დაჭრილ ჯარისკაცებს მკურნალობდნენ. რუსეთის რევოლუციის შემდეგ, 1917 წელს იგი ბოლშევიკების ტყვეობაში იყო. ასეთი ვითარება შენარჩუნდა მანამ, სანამ დანიის საელჩოს შუამავლობით არ გაანთავისუფლეს ოლღა, რომელმაც საბოლოოდ დატოვა რუსეთი და შვეიცარიაში გაიქცა. ამ პერიოდში მან საბერძნეთში დაბრუნება ვერ მოახერხა, რადგან მისი ვაჟი, მეფე კონსტანტინოს I დამხობილი იყო.
1920 წელს ოლღა ათენში დაბრუნდა, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ მისი შვილიშვილი, მეფე ალექსანდროსი ნაადრევად გარდაიცვალა და ტახტი კვლავ კონსტანტინოს I-მა დაიბრუნა. მომდევნო თვეში იგი კონსტანტინოს რეგენტად დაენიშნა. მისი რეგენტობა სულ ერთ თვეს გაგრძელდა. 1919-22 წლებში მიმდინარე საბერძნეთ-თურქეთის ომში ბერძნების დამარცხების შემდეგ საბერძნეთის სამეფო ოჯახი კვლავ გადაასახლეს. ამის გამო ოლღამ დარჩენილი ცხოვრება ბრიტანეთში, საფრანგეთსა და იტალიაში გაატარა.