From Wikipedia, the free encyclopedia
პავლოვსკის მუზეუმ-ნაკრძალი — XVIII საუკუნის დასასრულისა და XIX საუკუნის დასაწყისის სასახლეებისა და პარკების ანსამბლი თანამედროვე სანქტ-პეტერბურგის გარეუბანში. ანსამბლის ცენტრალური ნაგებობაა პავლოვსკის სასახლე, რომელიც იყო იმპერატორ პავლე I-ის საზაფხულო სასახლე.
სასახლეს ესაზღვრება პარკი 600 ჰა ფართობის მქონე მოედანი, რომელიც განლაგებულია მდინარე სლავიანკის ნაპირებზე. სასახლესა და პარკს აშენებდა არქიტექტორების სამი თაობა 50 წლის განმავლობაში. ეს არქიტექტორები იყვნენ: ჩარლზ კამერონი, ვინჩენცო ბრენა, ჯაკომო კვარენგი, ანდრეი ვორონიხინი და კარლო როსი.
ტაძრის მშენებლობა მიმდინარეობდა 50 წლის განმავლობაში სამ ეტაპად:
პავლოვსკის სასახლეს საფუძველი ჩაუყარეს 1782 წლის 25 მაისს. თავდაპირველად მშენებლობა მიმდინარეობდა დემონტირებული ხის შენობის ადგილზე. სამუშაოებს ხელმძღვანელობდა ბრიტანელი არქიტექტორი ჩარლზ კამერონი, რომელიც მუდამ კონფლიქტში იყო პავლე I-თან არქიტექტურულ საკითხებში. მშენებლობა სწრაფი ტემპებით მიმდინარეობდა და 1782 წლის შემოდგომაზე მთავარი შენობა და კუთხის გალერეა უკვე აგებული იყო.
1796 წელს კორონაციის შემდეგ, იმპერატორი კვლავ განაგრძობდა სასახლის ზომების გაზრდას, ამიტომ სასახლე გადაკეთდა და გაფართოვდა რათა მისთვის უფრო მეტი სიდიადე და პომპეზურობა მიენიჭებინათ. ამ პერიოდში მშენებლობაზე პასუხისმგებელ პირად დაინიშნა კამერონის დამხმარე იტალიელი არქიტექტორი ვიჩენცო ბრენა.
1803 წელს პავლოვსკის სასახლე ხანძარი გაუჩნდა. მომდევნო ორი წელი მის აღდგენას მოანდომეს. 1822-1824 წლებში ააშენეს საბიბლიოთეკო კორპუსი. 1920-იან წლებში ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები სიგიზმუნდ დომბროვსკის პროექტის მიხედვით.
1942-1944 წლებში სასახლე მნიშვნელოვნად დაზარალდა დიდი სამამულო ომის შედეგად. გერმანელებმა სასახლეს ცეცხლი გაუხსნეს[1][2]. 1944 წლის 24 იანვარს სასახლე საბჭოთა ძალებმა გაათავსუფლეს. 1978 წელს დასრულდა პავლოვსკის სასახლის რესტავრაციის პროცესი. 1983 წელს მიენიჭა მუზეუმ-ნაკრძალის სტატუსი.
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.