ოკლენდი
From Wikipedia, the free encyclopedia
ოკლენდი (ინგლ. Auckland, მაორ. Tāmaki-makau-rau ) — ახალი ზელანდიის უდიდესი ქალაქი. მდებარეობს ჩრდილოეთის კუნძულზე. მოსახლეობა 1 415 550 კაცი (2013 წლის აღწერა), რაც შეადგენს ქვეყნის მთელი მოსახლეობის დაახლოებით 33,4 %-ს. ტერიტორია, რომელიც უკავია დიდ ოკლენდს, ახალი ზელანდიის ყველაზე დიდი ურბანიზირებული ოლქია.
ტერმინს „ოკლენდი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ოკლენდი (მრავალმნიშვნელოვანი). |
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ოკლენდი ინგლ. Auckland / მაორ. Tāmaki-makau-rau | |||||
| |||||
ქვეყანა | ახალი ზელანდია | ||||
კოორდინატები | 36°51′00″ ს. გ. 174°47′00″ ა. გ. | ||||
დაარსდა | 1840 | ||||
ფართობი | 1086 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 196 მეტრი | ||||
ოფიციალური ენა | ინგლისური ენა | ||||
მოსახლეობა | 1 415 550 კაცი (2013) | ||||
სიმჭიდროვე | 1303,45 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+12, ზაფხულში UTC+13 | ||||
სატელეფონო კოდი | 09 | ||||
საფოსტო ინდექსი | 0600–2699 | ||||
ოფიციალური საიტი | aucklandnz.com | ||||
გეოგრაფიულად და ადმინისტრაციულად დიდი ოკლენდის შემადგენლობაში შედიან: ოკლენდ-სიტი (Auckland City) — ქალაქის ცენტრალური და ყველაზე უფრო ურბანიზირებული ნაწილი, ნორთ-შორ-სიტი (North Shore City), მანუკაუ-სიტი (Manukau City), უაიტაკერე-სიტი (Waitakere City), ასევე პაპაკურას (Papakura District), როდნის (Rodney District) და ფრანკლინის (Franklin District) რაიონების ურბანიზირებული ნაწილები.
2011 წელს ოკლენდმა საცხოვრებლად ყველაზე უფრო მოსახერხებელი ქალაქების სიაში საერთაშორისო კონსალტინგური კომპანია Mercer-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში დაიკავა მესამე ადგილი[1]. ჟურნალ Economist-ის მიერ 2011 წელს გამოქვეყნებულ მსოფლიოს ქალაქების ცხოვრების ხარისხის დონის რეიტინგის სიაში, ოკლენდი იმყოფება მეცხრე ადგილზე. 2010 წელს ლოუბოროს უნივერსიტეტის შეფასებით გლობალური ქალაქების საერთაშორისო კლასიფიკაციაში ოკლენდს მიენიჭა ბეტას კლასიფიკაცია.