![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c5/Ozone_over_southern_hemisphere_Sep11_1957-2001.gif/640px-Ozone_over_southern_hemisphere_Sep11_1957-2001.gif&w=640&q=50)
ოზონი
From Wikipedia, the free encyclopedia
ოზონი (O3) — ჟანგბადის ალოტროპია, აირი, რომელიც განსაზღვრავს დედამიწის ატმოსფეროში მზის რადიაციის შთანთქმის ხასიათს. ოზონის მოლეკულა ჟანგბადის მოლეკულისგან განსხვავებით 3 ატომს შეიცავს, რაც სასუნთქად მომაკვდინებელი ხდება, ამიტომაა რომ იგი ატმოსფეროში ნაკლებადაა და მაღლაა მოქცეული. ოზონის ძირითადი მასა ატმოსფეროში მოთავსებულია ოზონსფეროში — ფენაში, რომელიც განლაგებულია 10-50 კმ სიმაღლეზე. ოზონი წარმოიქმნება წვიმის და ჭექა-ქუხილის შედეგად. ატმოსფეროში სიმაღლის მიხედვით მისი განაწილება კარგად აიხსნება ფოტოქიმიური თეორიით. ოზონი ყველაზე მეტად 2900 A-ზე უფრო მოკლე ტალღის სიგრძის მქონე რადიაციას შთანთქავს, ამიტომ რადიაციის ბიოლოგიურად ყველაზე აქტიური ნაწილი არ აღწევს დედამიწის ზედაპირს. რადიაციის შთანთქმის გამო ოზონის ფენის ტემპერატურა მატულობს, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ატმოსფეროს სითბურ რეჟიმზე.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c5/Ozone_over_southern_hemisphere_Sep11_1957-2001.gif/320px-Ozone_over_southern_hemisphere_Sep11_1957-2001.gif)