ბრიტანელი მსახიობი From Wikipedia, the free encyclopedia
ოდრი ჰეპბერნი, ნამდვილი სახელი ოდრი კეთლინ რასტონი (/ˈɔːdri ˈhɛpˌbɜrn/, ინგლ. Audrey Hepburn, Audrey Kathleen Hepburn-Ruston; დ. 4 მაისი, 1929 — გ. 20 იანვარი, 1993) — ოსკარის მფლობელი ბრიტანელი მსახიობი, მოდელი და ჰუმანიტარი.
ოდრი ჰეპბერნი | |
---|---|
დაბადების სახელი | ოდრი ქეთლინ რასტონი |
დაბადების თარიღი |
4 მაისი, 1929 ბრიუსელი, ბელგია |
გარდაცვალების თარიღი |
20 იანვარი, 1993 (63 წლის) ტოლოშენაზი, შვეიცარია |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1948-1989 |
ოქროს გლობუსი |
საუკეთესო მსახიობი ქალი დრამაში |
ოსკარი | რომაული არდადეგები (1953) |
საიტი |
ოდრი კეთლინ რასტონი დაიბადა ბრიუსელში (ბელგია) და ერთადერთი შვილი იყო ინგლისელ-ირლანდიელი ბანკირის ჯოსეფ ენთონი რასტონისა და ფრანგ და ინგლისელ მეფეთა ჩამომავალი ჰოლანდიელი არისტოკრატის ბარონესა ელა ვან ჰეემსტას ოჯახში. მამამისმა მოგვიანებით საკუთარ გვარს დაამატა ჰეპბერნი, და შედეგად ოდრი ჰერპერნ-რასტონი გახდა. მას დედის ჰოლანდიელ დიდგვაროვანზე პირველი ქორწინებიდან ორი ნახევარძმა, ალექსანდრე და იან ქარლეს ვან უფროდი ჰყავდა.
ჰეპბერნი გამოირჩეოდა თავმდაბლობით, სიკეთით, ენამახვილობითა და მომხიბლავი პერსონით, რომლის ცხოვრებისეული ფილოსოფია სხვების საკუთარი თავის წინ დაყენება იყო. ხასიათის ეს თვისება მან განსაკუთრებით ცხოვრების მეორე ნახევარში გამოამჟღავნა იუნისეფთან თანამშრომლობის წლებში.
წელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1953 | ფ | რომაული არდადეგები | Roman Holiday | პრინცესა ანა |
1954 | ფ | საბრინა | Sabrina | საბრინა ფეირჩაილდი |
1956 | ფ | ომი და მშვიდობა | War and Peace | ნატაშა როსტოვა |
1957 | ფ | სიყვარული შუადღის შემდეგ | Love in the Afternoon | არიან ჩავაზი |
1959 | ფ | ისტორია მონაზონზე | The Nun's Story | და ლუკი |
1961 | ფ | საუზმე ტიფანისთან | Breakfast at Tiffany's | ჰოლი გოლაითლი |
1963 | ფ | შარადა | Charade | რეჯინა ლამპერტი |
1964 | ფ | ჩემი მშვენიერი ლედი | My Fair Lady | ელიზა დულიტლი |
1966 | ფ | როგორ მოვიპარო მილიონი | How to Steal a Million | ნიკოლ ბონე |
1967 | ფ | ორნი გზაზე | Two for the Road | ჯოანა უოლასი |
1967 | ფ | დაელოდე დაბნელებას | Wait Until Dark | სიუზი ჰენდრიქსი |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.