![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c8/Myocastor_coypus_Frankreich.jpg/640px-Myocastor_coypus_Frankreich.jpg&w=640&q=50)
ნუტრია
From Wikipedia, the free encyclopedia
ნუტრია (ლათ. Myocastor coypus) — ძუძუმწოვარი ცხოველი მღრღნელების რიგისა. მისი მასა 12 კფ-ს აღწევს. აქვს მომრგვალო, გრძელვიბრისებიანი ცხვირი. უკანა კიდურების თითები აპკითაა შეერთებული. გავრცელებულია სამხრეთ ამერიკის ზომიერ და სუბტროპიკულ სარტყელში. საქართველოში შემოყვანილია 1932 წელს და ამჟამად გვხვდება აფხაზეთიდან ქობულეთამდე, აღმოსავლეთით კი ზესტაფონის მუნიციპალიტეტამდე აღწევს. ბინადრობს მდინარეებისა და ტბების დაჭაობებულ სანაპიროებზე, მურყნიან-ლაქაშიან ჭაობებში. კარგად ცურავს და ყვინთავს. იკვებება როგორც მცენარეული, ისე ცხოველური საკვებით. შობს 4-6, იშვიათად 1-12 ნაშიერს.
სწრაფი ფაქტები ნუტრია, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
ნუტრია | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Myocastor coypus | |||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||
![]() IUCN 3.1 Least Concern : 14085 | |||||||||||||
|
დახურვა
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/53/RagondinCr%C3%A2ne.jpg/640px-RagondinCr%C3%A2ne.jpg)
აქვს ძვირფასი ბეწვი, იყენებენ ხორცსაც (გემოთი კურდღლისას წააგავს).