ნუ-ჯაზი
From Wikipedia, the free encyclopedia
From Wikipedia, the free encyclopedia
ნუ-ჯაზი (ინგლ. Nu jazz) აგრეთვე ცნობილი როგორც ჟაზტრონიკა (jazztronica)[1] — გაჩნდა გვიანდელ 1990-იან წლებში და მიუთითებს სტილზე, რომელშიც შერწყმულია ჯაზის ტექტსტურა და ზოგჯერ ჯაზის ინსტრუმენტალიზმი ელექტრონულ მუსიკასთან. ისევე როგორც ტერმინი ელექტრონიკა, ნუ-ჯაზიც საკმაოდ არამკაფიოდ განსაზღვული მუსიკალური სტილების დაჯგუფებაა. ის მოიცავს, როგორც ცოცხალი ინსტრუმენტალური შესრულების კომბინაციას ჯაზ-ჰაუზის რითმებთან (მაგ. ფრანგი სენ-ჟერმენი (მუსიკოსი), გერმანელი ჯაზანოვა და ბრიტანელი ფილა ბრაზილია), ასევე უფრო ბენდურ ჯაზურ იმპროვიზაციებს ელექტრონულ ელემენტებთან (მაგ. ბრიტანული სინემატიკ ორკესტრა, ბელგიური ფუჟენ-ქალჩა და ნორვეგიული ფუტურისტული ჯაზის სტილი ბუგე ვესელტოფტის, ჯაგა ჯაზისტის, ნილს პიტერ მოლვერის და სხვათა მიერ).
ნუ-ჯაზი უფრო ჰგავს ელექტრონიკას ვიდრე მისი ძლიერ მსგავსი ასიდ-ჯაზი (ან გრუვ-ჯაზი), რომელიც უფრო ახლოა ფანკთან, სოულთან და რითმ-ენდ-ბლიუზთან. თუმცა ბოლო დროს სულ უფრო რთული ხდება მათ შორის საზღვრის გავლება.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.