ნონა გაფრინდაშვილი
From Wikipedia, the free encyclopedia
ნონა გაფრინდაშვილი (დ. 3 მაისი, 1941, ზუგდიდი, საქართველოს სსრ) — ქართველი და საბჭოთა მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი ქალთა შორის (1977) და პირველი ქალი, ვისაც საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა ვაჟთა შორის (1978). მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი (1962–1978). 11 გუნდური და 9 პირადი ოლიმპიური ოქროს მფლობელი. საბჭოთა კავშირის ხუთგზის ჩემპიონი (1964, 1973, 1981, 1983, 1985), ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის ორგზის მფლობელი (1969, 1972). ჭადრაკის „ოსკარის“ პირველი მფლობელი (1982). საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი ქალი (ოქროს პრიზი). საქართველოს ორგზის წლის საუკეთესო სპორტსმენი (1969, 1975). საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1964). თავისი თაობის მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკე ქალი.[1][2][3]
ნონა გაფრინდაშვილი 1963 წელს ნიდერლანდებში | ||||||||
სრული სახელი | ნონა ტერენტის ასული გაფრინდაშვილი | |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|
ქვეყანა (სპორტი) |
სსრკ საქართველო | |||||||
ეროვნება | ქართველი | |||||||
დაბადების თარიღი | 3 მაისი, 1941 (1941-05-03) (83 წლის) | |||||||
დაბადების ადგილი | ზუგდიდი, საქართველოს სსრ | |||||||
წოდება |
საერთაშორისო დიდოსტატი ქალთა შორის (1977) საერთაშორისო დიდოსტატი ვაჟთა შორის (1978) | |||||||
ფიდე რეიტინგი | 2350 (ნოემბერი, 2012) | |||||||
მაქსიმალური რეიტინგი | 2495 (ივლისი, 1987) | |||||||
ჯილდოები და პრემიები |
|
ფიდეს 68-ე კონგრესის გადაწყვეტილებით (1997) დაწესდა ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასი, რომელიც გადაეცემა კაცთა და ქალთა ოლიმპიადების ჯამში საუკეთესო ქვეყანას. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტი (1989–1996) და საპატიო პრეზიდენტი 1996 წლიდან. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი (2000–2002). ფიდეს ქალთა კომისიის თავმჯდომარე (1980–1986). ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენის კავალერი (2001).
ოლიმპიური მოძრაობის განვითარებაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისთვის 1996 წელს მიენიჭა საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციების სამი უმაღლესი ჯილდო: საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენი, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მსოფლიო ასოციაციის საპატიო ორდენი და ევროპის ოლიმპიური კომიტეტის ორდენი.
2001 წელს მისი სახელი მიენიჭა თბილისის ჭადრაკის სასახლეს.