From Wikipedia, the free encyclopedia
ნოვრუზი (ნავროზი, ნოორუზი, ნაურიზი, ნავრეზი) (სპარს. نوروز — Nowruz, ტაჯ. Наврӯз, ქურთ. Newroz, უზბეკ. Navroʻz, თურქმ. Nowruz, ყაზახ. Наурыз, ყირგ. Нооруз, თურქ. Nevruz, აზერ. Novruz, ყირიმ. Navrez) — გაზაფხულისა და ახალი წლის დადგომის დღესასწაული, რომელიც თურქ და ირანელ ხალხებში აღინიშნება. სიტყვა ნავრუზი (სპარს. نو روز — Now ruz) სპარსული ენიდან მომდინარეობს და „ახალ დღეს“ ნიშნავს.
აღინიშნება გაზაფხულის ბუნიაობის დროს: მარტს ირანში, შუა აზიისა და ამიერკავკასიის ქვეყნებში, 22 მარტს ყაზახეთში. ბაჰაის კალენდრის მიხედვით ამ დღეს ახალი წელიწადი იწყება.
გაზაფხულის ბუნიაობის დღესასწაული, ნოვრუზი გაჩნდა ხორასანში 3000 წლის წინ, სოფლის მეურნეობის გაჩენისას. დღესასწაული ზოროასტრიზმის ტრადიციებს უკავშირდება. სამანიდების კარზე მყოფი ფირდოუსი და ომარ ხაიამი ნავრუზის გაჩენას ირანის ლეგენდარულ მეფეებს, ჯამშიდსა და კაიუმარსს უკავშირებდნენ.
ნოვრუზის აღნიშვნა გაუქმდა 1926 წელს საბჭოთა მთავრობის მიერ და აღდგა აზერბაიჯანში 1967 წელს. ყაზახეთში ნავრუზი სახელმწიფო დღესასწაულად 1991 წლის 15 მარტს ყაზახეთის სსრ–ის პრეზიდენტის მიერ გამოცხადდა და ყოველ 22 მარტს აღინიშნება როგორც „სახალხო დღესასწაული — Наурыз мейрамы“. აზერბაიჯანში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთსა და უზბეკეთში ნავრუზს სახელმწიფო დღესასწაულის სტატუსი აქვს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.