From Wikipedia, the free encyclopedia
ნახშირწყალბადები (HC) ეწოდება ქიმიურ ნაერთებს, რომლებიც მხოლოდ ნახშირბადისა (C) და წყალბადის (H) ატომებისაგან შედგებიან. ნახშირწყალბადების ემპირიული ფორმულაა CnHm, სადაც n და m მთელი ნატურალური რიცხვებია.
ნახშირწყალბადების დასახარისხებლად გამოიყენება მათი განდასება აღნაგობისა და შედგენილობის მიხედვით. შედგენილობის მიხედვით ნახშირყალბადები ორ დიდ ჯგუფად იყოფიან :
აღნაგობის მიხედვით გამოყოფენ ნახშირწყალბადების შემდეგ ჯგუფებს:
ნაჯერი წრფივი და განტოტვილი ნახშირწყალბადების ემპირიული ფორმულაა CnH(2n+2), სადაც n ნულისაგან განსხვავებული მთელი ნატურალური რიცხვია.
ნაჯერ ციკლურ ნახშირწყალბადებს არ აქვთ საერთო ემპირიული ფორმულა ვინაიდან მათში წყალბადის ატომების რაოდენობის თანაფარდობა ნახშირბადის ატომების რაოდენობასთან დამოკიდებულია მოლეკულაში ციკლების რაოდენობაზე. ერთციკლიანი ნაჯერი ციკლური ნახშირწყალბადების ემპირიული ფორმულაა CnH2n, ორციკლიანებისა — CnH(2n-2).
შეიძლება ითქვას, რომ ნაჯერი ციკლური ნახშირწყალბადების ზოგადი ემპირიული ფორმულაა CnH(2(n-c)+2), სადა c ციკლების რაოდენობას უდრის.
უჯერი წრფივი და განტოტვილი ნახშირწყალბადების ემპირიული ფორმულაა CnH(2(n-i)+2), სადაც i უჯერობის რიცხვია.
უჯერი ციკლური ნახშირწყალბადების ემპირიული ფორმულაა CnH(2(n-i-c)+2), სადაც i უჯერობის რიცხვია, ხოლო c კი — ციკლების რაოდენობა.
ნახშირწყალბადები, როგორც წესი წყალში არ იხსნებიან და მას არ ერევიან. ეს განპირობებულია ნახშირწყალბადებში ბმების დაბალი პოლარულობით, რაც თავის მხრივ გამოწვეულია ნახშირბადისა და წყალბადის დაბალი ელექტროუარყოფითობით.
ნახშირწყალბადები ბუნებაში ფართოდაა გავრცელებული. ნახშირწყალბადებისაგან შედგება ისეთი წიაღისეული როგორიცაა ნავთობი, ბუნებრივი აირი, ასფალტი და ა.შ.
ნახშირწყალბადები ყველაზე უფრო გავრცელებული და ხელმისაწვდომი ენერგიის წყაროა, ამიტომ ნახშირწყალბადები ფართოდ გამოიყენება საწვავად.
მათ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვთ ქიმიურ მრეწველობაშიც, რადგანაც მრავალი ქიმიური ნაწარმის საწყის ნედლეულად გამოიყენებიან.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.