ციკლოჰექსანი
From Wikipedia, the free encyclopedia
ციკლოჰექსანი ჰექსამეთილენი, ჰექსაჰიდრობენზოლი — აციკლური რიგის ნაჯერი ნახშირწყალბადი. ზოგადი ფორმულაა C6H12.

ქიმიური და ფიზიკური თვისებები
ციკლოჰექსანი არის უფერული სითხე, აქვს დამახასიათებელი სუნი. სიმკვრივეა 778 კგ/მ³. წყალში უხსნადია, ხსნადია ორგანულ გამხსნელებში. შედის ნავთობის შემადგენლობაში.
მიღება
მრეწველობაში ციკლოჰექსანს იღებენ ბენზოლის კატალიზური ჰიდრირებით. იყენებენ ციკლოჰექსანოლის, ციკლოჰექსანონის, ნიტროციკლოჰექსანის, ციკლოჰექსანოქსიმისა და სხვ. მისაღებად, რომლებიც მნიშვნელოვანი პროდუქტებია კაპროლაქტამის, ადიპინმჟავასა და სხვ. წარმოებაში.
რესურსები ინტერნეტში
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 215.
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.