![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/Nakerala_Pass.jpg/640px-Nakerala_Pass.jpg&w=640&q=50)
ნაქერალის უღელტეხილი
უღელტეხილი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის და იმერეთის მხარეებში / From Wikipedia, the free encyclopedia
ნაქერალის უღელტეხილი — უღელტეხილი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარესა და იმერეთის მხარეებში, ამბროლაურისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს რაჭის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 1218 მ-ზე. ნაქერალის მიდამოები აგებულია ქვედაცარცული კირქვებითა და ქვიშაქვებით. შემოსილია ფოთლოვანი ტყით (წიფელი, რცხილა, წაბლი). ნაქერალაზე გადის ტყიბულ-ამბროლაურის გზატკეცილი. ტყიბულის ქვაბულს აკავშირებს შაორის ქვაბულთან.
![]() |
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნაქერალა (მრავალმნიშვნელოვანი). |
სწრაფი ფაქტები ნაქერალის უღელტეხილი ...
ნაქერალის უღელტეხილი | |
---|---|
![]() | |
კოორდინატები: 42°22′36″ ჩ. გ. 43°02′13″ ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | ამბროლაურის მუნიციპალიტეტი ტყიბულის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 1218 მ |
ქედი | რაჭის ქედი |
გამავალი გზა | ტყიბულ-ამბროლაურის გზატკეცილი |
ამგებელი ქანები | კირქვა და ქვიშაქვა |
ფლორა | ფოთლოვანი ტყე |
![]() |
დახურვა