![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/d/da/NarmerPalette-CloseUpOfNarmer-ROM.png/640px-NarmerPalette-CloseUpOfNarmer-ROM.png&w=640&q=50)
ნარმერი
From Wikipedia, the free encyclopedia
ნარმერი — ძველი ეგვიპტის მეფე (ფარაონი) პირველი დინასტიიდან, რომელიც მეფობდა ადრედინასტიური პერიოდის დროს.[1] შესაძლოა ნარმერი ეგვიპტის სამეფო ტახტზე პროტოდინასტიური პერიოდის ფარაონების კას ან სკორპიონ II-ის შემდეგ ავიდა, ზოგიერთი ნარმერს ეგვიპტის გამაერთიანებლად და პირველი დინასტიის დამაარსებლად მიიჩნევს. შესაბამისად ნარმერი გაერთიანებული ეგვიპტის პირველი ფარაონი იყო.
ნარმერი | |
---|---|
მენესი | |
![]() ნარმერის ფილა (ახლო ხედი) | |
ფარაონი | |
მეფობა | ძვ.წ. XXXI საუკუნე (?) (I დინასტია) |
წინამორბედი |
კა (სავარაუდოდ) სკორპიონ II (შესაძლოა) |
მემკვიდრე | ჰორ აჰა |
სამეფო ტიტულები
| |
მეუღლეები | ნეითჰოტეპი |
შვილი/ები | ჰორ აჰა (?) |
დაიკრძალა |
ჩემბერს B17 და B18, უმ ელ-ქააბი |
ნარმერის ვინაობა დღემდე დავის თემად რჩება, მიუხედავად ამისა, ეგვიპტოლოგისტთა უმრავლესობა ნარმერს პირველი დინასტიის წევრ ფარაონთან მენესთან აიგივებს. მენესი ნარმერის მსგავსად ეგვიპტის გამაერთიანებლად და მის პირველ ფარაონად ითვლება.[2][3][4][5] ეს დასკვნა ეფუძნება ნარმერის ფილას, რომელშიც ნარმერი აღწერილია, როგორც ეგვიპტის გამაერთიანებელი, ასევე აბიდოსის სასაფლაოზე ორი სასაფლაო ბეჭედი გამოსახავს მას, როგორც პირველი დინასტიის პირველ ფარაონს. ნარმერი არის ყველაზე ადრეული პიროვნება, რომლის სახელიც ცნობილი და დამოწმებულია, თუმცა ფარაონი ირი-ჰორი ნარმერამდე ორი თაობით ადრე ცხოვრობდა.[6]
დაზუსტებით უცნობია თუ როდის დაიწყო ან დასრულდა ნარმერის/მენესის მმართველობა, იგი დაახლოებით ძვ.წ. 32-ე ან 31-ე საუკუნეების დროს მეფობდა, თუმცა თანამედროვე ეგვიპტოლოგიურ ლიტერატურაში მითითებულია, რომ ნარმერი/მენესი დაახლოებით ძვ.წ. 34-ე – 30-ე საუკუნეებს შორის მეფობდა.