ნარდისამაგიდო თამაში ორი მოთამაშისათვის სპეციალურ დაფაზე, რომელიც ორ ნაწილადაა გაყოფილი და რომელზეც მოთამაშეები შაშებს გადაანაცვლებენ გაგორებულ კამათელზე ამოსული ქულის მიხედვით. მოთამაშე იგებს დაფიდან ყველა შაშის ამოღებით. ნარდის თამაშის მრავალი ვარიანტი არსებობს, თუმცა ყველა მათგანს საერთო ნიშნები აქვს. ნარდი ერთ-ერთი უძველესი სამაგიდო თამაშია მსოფლიოში.

Thumb
მოწინააღმდეგეთა ქვების მოძრაობის მიმართულება

მიუხედავად იმისა, რომ თამაშის მსვლელობაში გაგორებული კამათლის გამართლებას დიდი მნიშვნელობა აქვს, არანაკლებ მნიშვნელოვანია სტრატეგიაც. კამათლის ყოველ გაგორებაზე მოთამაშემ უნდა აირჩიოს შაშების გადათამაშების მრავალი ვარიანტიდან ერთი და გაითვალისწინოს მოწინააღმდეგის საპასუხო სვლებიც. მოთამაშეებს თამაშის დროს შეუძლიათ ფსონის ჩამოსვლაც. არსებობს გავრცელებული ტაქტიკების და კომბინაციების ცნობილი რეპერტუარიც.

ჭადრაკის მსგავსად კომპიუტერული მეცნიერები ნარდსაც დიდი ინტერესით სწავლობენ. ამ კვლევების წყალობით დამუშავებულია ნარდის სათამაშო პროგრამები, რომელთაც მსოფლიო კლასის მოთამაშე ადამიანების დამარცხება შეუძლიათ.

რესურსები ინტერნეტში

სწრაფი ფაქტები
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
დახურვა

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.