From Wikipedia, the free encyclopedia
ნაზრანი, ნასარა (რუს. Назра́нь, ინგშ. Наьсара) — ქალაქი (1967 წლიდან) ინგუშეთში (რუსეთის ფედერაცია); ინგუშეთის ყოფილი დედაქალაქი (1991 წლიდან). 2002 წ. რესპუბლიკის ოფიციალურმა ადმინისტრაციულმა ცენტრმა მაგასში გადაინაცვლა. 2012 მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა 60 556 ადამიანს შეადგენდა.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ნაზრანი Назрань | |||||
პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალი ნაზრანში | |||||
| |||||
ქვეყანა | რუსეთი | ||||
რესპუბლიკა | ინგუშეთი | ||||
კოორდინატები | 43°13′00″ ჩ. გ. 44°46′00″ ა. გ. | ||||
მმართველი | ბაშირ გოიგოვი | ||||
დაარსდა | 1781 | ||||
პირველი ხსენება | 1810 | ||||
ადრეული სახელები | კოსტა-ხეთაგუროვო | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1967 | ||||
ფართობი | 118.28 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 200 მეტრი | ||||
ოფიციალური ენა | ინგუშური ენა და რუსული ენა | ||||
მოსახლეობა | 60 556[1] კაცი (2012) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||||
სატელეფონო კოდი | +7 8732 | ||||
საფოსტო ინდექსი | 386120 | ||||
საავტომობილო კოდი | 06 | ||||
ოფიციალური საიტი | mg-nazran.ru | ||||
2000-იანი წლების შუა პერიოდიდან ნაზრანში, ისევე როგორც ინგუშეთის დიდი ნაწილში, დაძაბული სიტუაციაა. 2004 წ. ქალაქში ჩეჩენი საველე მეთაურის, შამილ ბასაევის, მეთაურობით შეიჭრა რამდენიმე ასეული ჩეჩენი და ინგუში მებრძოლი, რომელმაც სამთავრობო ჯარებთან რამდენიმე საათიანი დაპირისპირების შემდეგ მინიმალური დანაკარგებით უკან დაიხია. შეტაკებამ იმსხვერპლა 67 სამართალდამცავი, მ.შ. ინგუშეთის შინაგან საქმეთა მინისტრი აბუქარ კოსტოევი, და 25 მშვიდობიანი მოქალაქე. 2007-2008 წწ. ქალაქში მოხდა რამდენიმე ფართომასშტაბიანი საპროტესტო გამოსვლა რუსეთის ცენტრალურ ხელისუფლებასთან დაახლოებული პრეზიდენტის, მურატ ზიაზიკოვის წინააღმდეგ.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.