ნაგოიის ოქმი
From Wikipedia, the free encyclopedia
ნაგოიის ოქმი გენეტიკური რესურსების ხელმისაწვდომობისა და მათი გამოყენებით მიღებული სარგებლის სამართლიანი და თანაბარი განაწილების შესახებ ― ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის დამატებითი შეთანხმება. მიზნად ისახავს კონვენციის სამი მიზნიდან ერთ-ერთის განხორციელებას: ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისა და მდგრადი გამოყენების მეშვეობით გენეტიკური რესურსების გამოყენებით მიღებული სარგებლის სამართლიან და თანასწორ განაწილებას.
ნაგოიის ოქმი | |
---|---|
ნაგოიის ოქმი გენეტიკური რესურსების ხელმისაწვდომობისა და მათი გამოყენებით მიღებული სარგებლის სამართლიანი და თანაბარი განაწილების შესახებ | |
ტიპი | გარემოსდაცვითი |
ხელი მოეწერა | 29 ოქტომბერი, 2010 |
ადგილი | ნაგოია, იაპონია |
ძალაში შევიდა პირობები |
12 ოქტომბერი, 2014 რატიფიციკაცია 50 მხარის მიერ |
ხელი მოაწერეს | 92 |
მხარეები | 128 |
მეანაბრე | გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი |
ენები | ინგლისური, ფრანგული, ესპანური, არაბული, ჩინური, რუსული |
ხელშეკრულებას ხელი მოეწერეა 2010 წლის 29 ოქტომბერს, ნაგოიაში, იაპონიაში და ძალაში შევიდა 2014 წლის 12 ოქტომბერს. 2020 წლის ოქტომბრისთვის, ოქმი რატიფიცირებულია 128 მხარის მიერ (გაეროს 127 წევრი სახელმწიფოს და ევროპის კავშირი).
დამატებულმა ბიუროკრატიამ და კანონმდებლობამ შეიძლება დააზიანოს ბიომრავალფეროვნების შეგროვება და მონიტორინგი, კონსერვაცია, ინფექციურ დაავადებებზე საერთაშორისო რეაგირება და კვლევა.[1]