მშენებლობის ნებართვა
From Wikipedia, the free encyclopedia
მშენებლობის ნებართვა — ნებართვის სპეციფიკური სახე, რომელიც საჭიროა მშენებლობის განხორციელებისთვის. ნებართვის გარეშე მშენებლობა მსოფლიოს მრავალი ქვეყნის კანონმდებლობით ისჯება სხვადასხვა საჯარიმო სანქციებით, მათ შორის უნებართვოდ აშენებული ობიექტის ნაწილობრივი ან სრული დემონტაჟით. მშენებლობის ნებართვა შეიძლება იყოს ერთჯერადი ან მრავალჯერადი, ვადიანი ან უვადო. მშენებლობის ნებართვა გაიცემა ამა, თუ იმ ადმინისტრაციული ან მასზე დაქვემდებარებული ორგანოს მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით. მიზანი, როგორც წესი არის სხვადასხვა ტერიტორიებზე მიმდინარე მშენებლობებზე კონტროლის განხორციელება, მათი მოწესრიგებისა და გეგმაზომიერი განვითარებისთვის. ხშირ შემთხვევაში, მშენებლობის ნებართვა ასევე მოიცავს მშენებლობის პროცესზე ზედამხედველობასაც და დასრულებული ობიექტის ვარგისად აღიარებასაც.