From Wikipedia, the free encyclopedia
მუჰამად ბენ მუსა ალ-ხვარაზმი (სპარს. محمد بن موسی خوارزمی; დ. დაახლ. 780, ხვარაზმი — გ. დაახლ. 850) — სპარსი მათემატიკოსი, ასტრონომი და გეოგრაფი.[1][2] წარმოშობით ხვარაზმიდან იყო. VIII საუკუნის ბოლო წლებში გადასახლდა ბაღდადში, სადაც 815 წლიდან სათავეში ჩაუდგა „სიბრძნის სახლს“, — ბაღდადის ხელნაწერთა საცავს. არითმეტიკისა და ალგებრის მისმა ფუძემდებლურმა ტრაქტატებმა დიდი გავლენა მოახდინა მათემატიკის განვითარებაზე. მან პირველმა გამიჯნა ალგებრა არითმეტიკისგან და განიხილა იგი როგორც დამოუკიდებელი საგანი. ტერმინი „ალგებრა“ მისი წიგნის სათაურიდან მომდინარეობს (კერძოდ სიტყვიდან al-jabr, რაც ნიშნავს „დასრულებას“ და „ხელახლა გაერთიანებას“). ასევე, მისი სახელის ლათინურ ვერსიიდან (Algorithmi) მომდინარეობს სიტყვები ალგორითმი და ალგორიზმი.[3]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.