From Wikipedia, the free encyclopedia
მუღამის ტრიო (აზერ. Muğam üçlüyü) — ტრადიციული აზერბაიჯანული მუღამის ანსამბლი, რომელიც შედგება სამი ელემენტისაგან: გავალი, თარი, ქამანჩა.[1] [2]
მუღამის ტრიო არის აზერბაიჯანული სახალხო მუსიკის მუღამის შემსრულებელი ჯგუფია[3] და შედგება სამი მუსიკოსისგან და სამი მუსიკალური ინსტრუმენტისგან: ჰენანდე (ამავდროულად გავალისტი), თარის შემსრულებელი და ქემანჩის შემსრულებელი[4].
ჰენანდე — მუღამის შემსრულებელი, რომელიც მუღამის ტრიოს შემადგენლობაშია. იმადროულად არის გავალის შემსრულებელი. ის მთავარი შემსრულებელია. გავალი — დასარტყამი ინსტრუმენტის ნაირსახეობაა. ეს არის მრგვალი ხის გერგვი, რომელზეც გაჭიმულია ზუთხის კანი (ხანდახან პლასტიკური გარსი), მეტალის საკიდებით, რომლებიც გამოსცემენ ხმას. ფოლკლორული მუსიკის მუღამის ჟანრის შესრულებაში აუცილებელი ელემენტია.
მეთარე— მუსიკალური ინსტრუმენტის თარის შემსრულებელი. თარი 11-სიმიანი ინსტუმენტია, რომელიც წარმოადგენს ამ სამი ინსტუმენტიდან საბაზოს აზერბაიჯანული მუღამის შესრულებისას. თარზე შესრულების აზერბაიჯანული ხელოვნება 2012 წელს შევიდა იუნესკოს ზეპირი და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შედევრების სიაში[5].
ქამანჩისტი — მუსიკალური ინსტრუმენტების ქემანჩის შემსრულებელი. ქამანჩა - სიმებიანი მუსიკალური ინსტრუმენტი, რომელიც მუღამის ტრიოს მესამე ძირითადი ელემენტია. 2017 წელს იუნესკოს ზეპირი და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შედევრების ნუსხაში შეტანილი იქნა ქემანჩის აზერბაიჯანული და ირანული ხელოვნების წარმოება და შესრულება[6].
უძველესი ტრადიციებისა და წესების მიხედვით აზერბაიჯანულ ქორწილებში სამუღამო ტრიოს ყოფნა აზერბაიჯანულ ქორწილებში, განსაკუთრებით სამხრეთ რეგიონში, სავალდებულო იყო. როგორც წესი, შემსრულებლებს წინასწარ უსმენდნენ, ხოლო შემდეგ, როდესაც ისინი ქორწილის უფროსებისგან ღებულობდნენ თანხმობას, მათ ქორწილში პატიჟებდნენ[7]. XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დასაწყისში საქორწილო მუღამის ტრიო გადაიზარდა კონცერტებში. თეატრის სცენებზე აწყობდნენ მუსიკალურ საღამოებს სხვადასხვა მუღამის ჯგუფების მონაწილეობით[8].
მუღამის ტრიო ასევე იყო ხშირი თემა აზერბაიჯანელი მხატვრებისა და მოქანდაკეების ნამუშევრებში. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ მხატვარი თოღრულ ნარიმანბეკოვის ნამუშევარი „მუღამი“[9], ასევე ზაქირ აჰმედოვის სკულპტურა[10]. ამის გარდა წარმოებაში იყო ტანსაცმლის კოლექცია გავალის, თარისა და ქამანჩის სურათებით[11].
ХХ საუკუნის ბევრ აზერბაიჯანულ ფილმებში მონაწილეობას იღებენ მუღამის შემსულებლები. მაგალითად, 1956 წელს ფილმში „ეს თუ არა, ის“ საქორწილო სცენაში მონაწილეობა მიიღო ცნობილმა მუღამის ტრიომ - ჰენანდე ხან შუშინსკიმ, მეთარემ ბაჰრამ მანსუროვმა და ქამანჩისტმა თალიათ ბაქიხანოვმა[12].
მუსიკალური ინსტრუმენტების მუღამის ტრიო — გავალი, თარი და ქემანჩა გამოსახულნი არიან 1 აზერბაიჯანულ მანათზე, რომელიც გამოიცა 2005 წელს[13]; ასევე 1 აზერბაიჯანულ კაპიკზე, რომელიც გამოიცა 2006 წელს[14].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.