![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/4/4f/%25D0%2590%25D0%25BB%25D0%25B8%25D0%25B5%25D0%25B2_%25D0%25B8_%25D0%25A2%25D0%25BE%25D0%25BF%25D1%2587%25D0%25B8%25D0%25B1%25D0%25B0%25D1%2588%25D0%25B5%25D0%25B2_%2528cropped%2529.png/640px-%25D0%2590%25D0%25BB%25D0%25B8%25D0%25B5%25D0%25B2_%25D0%25B8_%25D0%25A2%25D0%25BE%25D0%25BF%25D1%2587%25D0%25B8%25D0%25B1%25D0%25B0%25D1%2588%25D0%25B5%25D0%25B2_%2528cropped%2529.png&w=640&q=50)
მუსტაფა თოფჩუბაშოვი
From Wikipedia, the free encyclopedia
მუსტაფა აგაბეი ოღლუ თოფჩუბაშოვი (აზერ. Mustafa Ağabəy oğlu Topçubaşov; დ. 17 აგვისტო, 1895, გეღანისტი (ერევნის გუბერნია) — გ. 20 ნოემბერი, 1981, ბაქო) — აზერბაიჯანელი საბჭოთა ქირურგი, საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწე. სამედიცინო განათლებისა და ჯანდაცვის ორგანიზატორი აზერბაიჯანში, რესპუბლიკის ქირურგიის სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებელი.[1] აზერბაიჯანის სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1945), ბულგარეთის სახალხო რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1951), სსრკ სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1960), სტალინის პრემიის ლაურეატი (1943), სოციალისტური შრომის გმირი (1975), აზერბაიჯანის სსრ დამსახურებული მეცნიერი (1940),[2] აზერბაიჯანის სსრ მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი (1951–1956 და 1969–1981). აზერბაიჯანის სსრ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე (1955–59 და 1967–71), აზერბაიჯანის სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი (1–10 მოწვევები).[3] [4]
მუსტაფა თოფჩუბაშოვი | |
![]() | |
აზერბაიჯანის სსრ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
5 აპრილი, 1967 – 1 ივლისი, 1971 | |
წინამორბედი | მამედ დადაშ-ზადე |
მემკვიდრე | სულეიმან რუსტამი |
აზერბაიჯანის სსრ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
18 აპრილი, 1953 – 25 მარტი, 1955 | |
წინამორბედი | აღამირზა ახმედოვი |
მემკვიდრე | აბდულა ბაირამოვი |
მოქალაქეობა | ![]() ![]() |
ეროვნება | აზერბაიჯანელი |
პოლიტიკური პარტია | სკკპ |
მეუღლე | რეიჰან თოფჩუბაშოვა |
განათლება | კიევის უნივერსიტეტი |
პროფესია | ექიმი |
ჯილდოები | ლენინის ორდენი სტალინური პრემია სოციალისტური შრომის გმირი შრომის წითელი დროშის ორდენი |