![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/6/6e/River_Kirkh-Bulakhi_%2528near_Akhalkalaki%2529.jpg/640px-River_Kirkh-Bulakhi_%2528near_Akhalkalaki%2529.jpg&w=640&q=50)
მურჯახეთისწყალი
მდინარე საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში / From Wikipedia, the free encyclopedia
მურჯახეთისწყალი, კირხბულახი, დლივისწყალი[1], ახალქალაქისწყალი — მდინარე ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ფარავნის მარცხენა შენაკადი (ერთვის ახალქალაქთან). სიგრძე 32 კმ, აუზის ფართობი 106 კმ². სათავე აქვს ნიალისყურის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2760 მ. საერთო ვარდნა — 1143 მ, საშუალო დახრილობა — 35,7‰, წყალშემკრები აუზის ფართობი — 196 კმ², ხოლო საშუალო სიმაღლე 1980 მეტრია.[2] საზრდოობს თოვლის წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — წლის დანარჩენ დროს, საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 0,91 მ³/წმ. იყენებენ სარწყავად. მდინარის ნაპირზე გაშენებულია სოფელი მურჯახეთი.
სწრაფი ფაქტები მურჯახეთისწყალი, სხვა სახელი ...
მურჯახეთისწყალი | |
---|---|
![]() მურჯახეთისწყალი ახალქალაქთან | |
სხვა სახელი | კირხბულახი, დლივისწყალი, ახალქალაქისწყალი |
ქვეყანა |
![]() |
ტერიტორიული ერთეულები | ახალქალაქის მუნიციპალიტეტი (სამცხე-ჯავახეთის მხარე) |
ქალაქები | ახალქალაქი |
სათავე |
ნიალისყურის ქედი 41°11′25″ ჩ. გ. 43°26′16″ ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 2760 მ |
შესართავი |
ფარავანი 41°25′23″ ჩ. გ. 43°28′31″ ა. გ. |
სიგრძე | 32 კმ |
აუზის ფართობი | 106 კმ² |
დახრილობა | 35,7‰ |
წყლის ხარჯი (საშ.) | 0,91 მ³/წმ |
![]() | |
![]() ![]() |
დახურვა