მუდმივი პრეზიდენტი
From Wikipedia, the free encyclopedia
მუდმივი პრეზიდენტი — თანამდებობა, რომელიც მიანიჭა ბევრმა დიქტატორმა საკუთარ თავს, რათა დაცული ყოფილიყვნენ არჩევნებში შესაძლო მარცხისაგან.
პირველად მუდმივი დიქტატორის წოდება გამოიყენა იულიუს კესარმა, რომელმაც ძვ. წ. 45 წელს თავი გამოაცხადა მუდმივ დიქტატორად, მაშინ როდესაც ძველ რომში დიქტატორად ყოფნა შეიძლებოდა მხოლოდ 6 თვე. 1802 წელს ნაპოლეონ ბონაპარტე არჩეულ იქნა მუდმივ პირველ კონსულად.
საინტერესოა, რომ მუდმივი პრეზიდენტების უმრავლესობას აღნიშნული თანამდებობა არ სჭერიათ სიცოცხლის ბოლომდე. უმრავლესობა ან დაამხეს, ან მოკლეს. გამონაკლისები იყვნენ: რაფაელ კარერა, ფრანსუა დიუვალიე, იოსიპ ბროზ ტიტო, ხოსე გასპარ როდრიგეს დე ფრანსია და საფარმურატ ნიაზოვი.
1972 წელს წარუმატებლად ეცადა საკუთარი თავი გამოეცხადებინა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მუდმივ პრეზიდენტად მობუტუ სესე სეკოს.[1]