მსხლები (ჯავის მუნიციპალიტეტი)
სოფელი საქართველოში, ჯავის მუნიციპალიტეტში / From Wikipedia, the free encyclopedia
მსხლები[3][4] — სოფელი საქართველოში, ჯავის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ჯავის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე დიდი ლიახვის მარჯვენა ნაპირზე. ცხინვალი–ჯავის საავტომობილო გზაზე. თემის ცენტრი (სოფლები: ბარსი, ბახუტა, ბუზალა, დიდი გუფთა, ზემო კორსევი, თანდელთა, ითრაფისი, კოდიბინა, კულუხთა, მორგო, ნინია, ნოგყაუ, პატარა გუფთა, რაგი, რარო, საკირე, სიუკათა, ტონტობეთი, უგარდანთა, უჩვარსი, ფაწა, ქვემო კორსევი, შიხანთური, ხუმსართა, ჯრია). ზღვის დონიდან 1140 მეტრი, ჯავიდან 2 კილომეტრი.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მსხლები. |
სწრაფი ფაქტები სოფელი, ქვეყანა ...
სოფელი | |
---|---|
მსხლები | |
ქვეყანა | საქართველო |
სპეციალური ერთეული | სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულისამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია |
მუნიციპალიტეტი | ჯავის მუნიციპალიტეტი |
თემი | მსხლები |
კოორდინატები | 42°27′00″ ჩ. გ. 43°55′00″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1140 მ |
სატელეფონო კოდი | +995 347[1] |
საფოსტო ინდექსი | 7300[2] |
დახურვა