მრეტები თბილისი (საფეხბურთო კლუბი)
From Wikipedia, the free encyclopedia
საფეხბურთო კლუბი მრეტები თბილისი იყო საქართველოს საფეხბურთო კლუბი ქალაქ თბილისიდან. დაარსდა 1988 წლის 3 თებერვალს. იმ დროისთვის ყველა საბჭოთა კლუბი ოფიციალურად მოყვარულებისაგან შედგებოდა, მაგალითად მოსკოვის ლოკომოტივი ოფიციალურად რკინიგზის მუშებისაგან შედგებოდა. თუმცა მრეტები პირველი პროფესიონალური კლუბი იყო საბჭოთა კავშირში.[1]
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დამოუკიდებლობა მოიპოვა საქართველოს ფეხბურთმაც და 1990 წელს დაარსდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია. 1990 წელს მრეტებმა საქართველოს თასში მერვედფინალამდე მიაღწია,[2] 1991 წელს კი მეორე დივიზიონიც მოიგო.