მოსულის მუზეუმი
From Wikipedia, the free encyclopedia
მოსულის მუზეუმი (არაბული: متحف الموصل ) — მეორე უდიდესი მუზეუმი ერაყში, ერაყის ეროვნული მუზეუმის შემდგომ, რომელიც მდებარეობს ბაღდადში [1][2]. აღნიშნული მუზეუმი გაძარცვეს 2003 წელს ერაყის ომის დროს. თავდაპირველად, 1952 წელს მუზეუმს ეკავა შენობის ერთი პატარა დარბაზი, 1972 წელს კი გაიხსნა მუზეუმისთვის ახალი შენობა, სადაც დაცული იყო უძველესი ასურული ექსპონატები [3].