მოსიარულე მკვდრები (ტელესერიალი)
ამერიკული პოსტაპოკალიპტური ტელესერიალი / From Wikipedia, the free encyclopedia
მოსიარულე მკვდრები (ინგლ. The Walking Dead) — ამერიკული ტელესერიალი, გადაღებული რეჟისორ ფრენკ დარაბონტის მიერ. იგი დაფუძნებულია რობერტ კირკმენის, ტონი მურისა და ჩარლი ადლარდის ამავე სახელწოდების კომიქსების სერიაზე. მთავარ როლშია ენდრიუ ლინკოლნი, რომელიც შერიფის მოადგილის, რიკ გრაიმზის როლს ასრულებს. მისი პერსონაჟი იღვიძებს ხანგრძლივი კომიდან და აღმოაჩენს, რომ მთელი მსოფლიო მოიცვა ინფექციამ და მოსახლეობის უმეტესი ნაწილი იქცა „მოსიარულეებად“ წოდებულ სისხლის მსმელ ზომბებად. გრაიმზი ნახულობს მის ოჯახს და ხდება ჯგუფის ლიდერი, რომელსაც ქმნის სხვა გადარჩენილ ადამიანებთან ერთად. ისინი ერთად იბრძვიან გადარჩენისთვის და ცდილობენ შეეგუონ პოსტაპოკალიპტურ სამყაროს, რომელიც ავსებულია ზომბებითა და ადამიანებისგან შემდგარი მოწინააღმდეგე ჯგუფებისგან, რომლებიც, ზოგჯერ უფრო სახიფათოები არიან ვიდრე „მოსიარულეები“. სერიალში მოქმედება ვითარდება ატლანტაში (ჯორჯია), მოგვიანებით კი ალექსანდრიაში (ვირჯინია). სერიალის მთავარმა გმირმა ენდრიუ ლინკოლნმა მეცხრე სეზონიდან დატოვა ტელესერიალი.
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|მოსიარულე მკვდრები (ტელესერიალი)}} |
მოსიარულე მკვდრები | |
---|---|
![]() ოფიციალური ლოგო | |
ჟანრი |
|
ავტორი | ფრენკ დარაბონტი |
ეფუძნება | რობერტ კირკმენი, ტონი მური და ჩარლი ადლარდი — „მოსიარულე მკვდრები“ |
მონაწილეობენ |
ენდრიუ ლინკოლნი ჯონ ბერთალი ლორი ჰოლდენი ნორმან რიდასი |
გახმოვანება | ინგლისური |
კომპოზიტორ(ებ)ი | ბეარ მაკ-კრირი |
ქვეყანა |
![]() |
ენა | ინგლისური |
სეზონი | 10 |
ეპიზოდი | 153 (ეპიზოდების სია) |
წარმოება | |
აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი |
|
პროდიუსერ(ებ)ი |
|
მონტაჟი |
|
ადგილ(ებ)ი | ჯორჯია, აშშ |
ოპერატორი |
|
ხანგრძლივობა | 42–67 წუთი |
კომპანია |
|
დისტრიბუტორი |
|
აუდიო ფორმატი | |
პირველად ეთერში | 31 ოქტომბერი, 2010 – დღემდე |
დაკავშირებული შოუები |
|
რესურსები ინტერნეტში | |
საიტი |
სერიალს აშშ-ში ექსკლუზიურად გადასცემს საკაბელო ტელეარხი AMC. „მოსიარულე მკვდრების“ პრემიერა გაიმართა 2010 წლის 31 ოქტომბერს აშშ-ში. სერიალის მაღალი რეიტინგიდან გამომდინარე, AMC ყოველ წელს უშვებს ახალ სეზონს. 2018 წლის 7 ოქტომბერს შედგა სერიალის მეცხრე სეზონის პირველი სერიის დებიუტი. 2015 წლიდან AMC გადასცემს „მოსიარულე მკვდრების“ სპინოფს სახელად „გეშინოდეთ მოსიარულე მკვდრების“. 2019 წლის თებერვალში AMC-მ დააადასტურა, რომ იმავე წლის 6 ოქტომბერს გამოვა სერიალის მეათე სეზონი. აგრეთვე გახდა ცნობილი, რომ შემუშავებაშია სამნაწილიანი სრულმეტრაჟიანი ფილმი „მოსიარულე მკვდრების“ შესახებ, სადაც მთავარ როლს ენდრიუ ლინკოლნი შეასრულებს. 2021 წლის 4 აპრილს გახდა ცნობილი, რომ მეთერთმეთე და ფინალური სეზონი 2021 წლის 22 აგვისტოს გამოვა[3].
სერიალს წილად ხვდა დადებითით შეფასებები კნოკრიტიკოსებისგან, თუმცა მომდევნო სეზონებს შერეული შეფასებები ერგოთ. პროექტი ნომინირებული იყო სხვადასხვა დაჯილდოების ცერემონიებზე, მათ შორის ამერიკის სცენარისტთა გილდიისა და ოქროს გლობუსის დაჯილდოებებზე.[4][5]