მოსე ჯანაშვილი
From Wikipedia, the free encyclopedia
მოსე გიორგის ძე ჯანაშვილი (დ. 31 მარტი [ძვ. სტ. 19 მარტი] 1855, სოფელი კახი, რუსეთის იმპერია — გ. 19 აპრილი, 1934, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი ისტორიკოსი, ენათმეცნიერი, ეთნოგრაფი, პუბლიცისტი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. 1875-1920 წწ. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ქუთაისსა და თბილისში, სადაც ასწავლიდა ქართულ ენასა და საქართველოს ისტორიას. 1920 წლიდან მოღვაწეობდა უმაღლეს სასწავლებელში. იყო შრომის გმირი (1927), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიძველეთმცოდნეობის დამსახურებული პროფესორი, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო და ქართული საენათმეცნიერო საზოგადოებების საპატიო წევრი (1930).
სწრაფი ფაქტები მოსე ჯანაშვილი, დაბადების სახელი ...
მოსე ჯანაშვილი | |
---|---|
გიორგი ქართველიშვილი და მოსე ჯანაშვილი ოჯახებით. ა. როინაშვილის ფოტო | |
დაბადების სახელი | მოსე ჯანაშვილი |
დაბადების თარიღი |
19 მარტი/31 მარტი 1855 კახი, ზაქათალის ოკრუგი, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი |
19 აპრილი 1934 თბილისი, საქართველოს სსრ |
ეროვნება | ქართველი |
პროფესია |
ისტორია გეოგრაფია ენათმეცნიერება ეთნოგრაფია პედაგოგიკა |
დახურვა