მორიელები (Scorpiones) — უხერხემლო ცხოველების რიგი ობობასნაირთა კლასისა. აქედან გამომდინარე, მათ ენათესავებიან ობობები და ტკიპები. ოდითგანვე საშიშნი იყვნენ ადამიანებისთვის.
![](//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/ea/Disambig-dark.svg/23px-Disambig-dark.svg.png) |
ტერმინს „მორიელი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ მორიელი. |
სწრაფი ფაქტები მორიელი, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
დახურვა
ცნობილია მორიელების 1500-ზე მეტი სახეობა, რომლებიც ძირითადად ტროპიკებში ან სხვა თბილ ადგილებში ბინადრობენ. ყველაზე დიდი მორიელი გვინეაში გავრცელებული ე. წ. „იმპერატორი“, რომლის სიგრძე 180 მმ-ს აღწევს. უმცირესი მორიელის სიგრძე 13 მმ.
მორიელები, ობობები და მათი მონათესავე ცხოველები მიეკუთვნებიან ფეხსახსრიანების ტიპის არაქნიდების კლასს და ერთიანდებიან ცხოველთა რიგში. არაქნიდების სხეული ორი ნაწილისაგან შედგება: თავ-მკერდისა (cephalothorax) და მუცლისაგან. მორიელის შემთხვევაში სხეულის ძირითადი ნაწილი უჭირავს თავ-მკერდს, მუცელი კი, სხვა არაქნიდებისაგან განსხვავებით, დანაწევრებულია და ასევე გადადის დანაწევრებულ კუდში, რომელიც საოცრად მოქნილია და შეუძლია მოკეცვა მთელი სხეულის გასწვრივ. კუდის ბოლოზე მორიელს გააჩნია შხამიანი ჯირკვალი და ნესტარი, რომელსაც ცხოველი იყენებს თავდაცვისა და თავდასხმის დროს.