მორალიტე (ლათ. moralis — ზნეობრივი) — XV–XVI სს. ევროპის ქვეყნებში ზნეობრივ-დამრიგებლური ხასიათის ალეგორიული დრამატული ნაწარმოები. პერსონაჟები სიმბოლურად განასახიერებენ სხვადასხვა ადამიანურ ღირსებასა თუ ნაკლოვანებას. რელიგიური ხასიათის მოუხედავად მორალიტეში წარმოდგენილი სიტუაციები უახლოვდება რეალურ სინამდვილეს. მორალიტეს ალეგორიული პერსონაჟები პირველწყაროდ იქცა შემდგომი დროის დრამატურგიისათვის და ტიპიზაციის პრინციპებისთვის.

რესურსები ინტერნეტში

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.