მონაკოს პრინცი
From Wikipedia, the free encyclopedia
მონაკოს პრინცი ან პრინცესა — სახელმწიფოს მონარქისა და მმართველის ტიტული მონაკოში. ამ ტიტულის მატარებლები არიან გრიმალდების საგვარეულოდან.[1] მონაკოს მონარქი აბსოლუტური უფლებებით სარგებლობს, ამტკიცებს და ათავისუფლებს თანამდებობებიდან მინისტრებსა და სხვა სახელმწიფო მოხელეებს, ასევე შეუძლია დაითხოვოს და ხელახლა მოიწვიოს პარლამენტი.[2] ეს თანამდებობა ამჟამად პრინც ალბერ II-ის ხელშია. მისი მემკვიდრე არის თავისი ვაჟი, ჟაკი.