მოზელი (მდინარე)
From Wikipedia, the free encyclopedia
მოზელი (გერმ. Mosel, ფრანგ. Moselle, ლუქს. Musel) — მდინარე საფრანგეთში, ლუქსემბურგსა და გერმანიაში. სიგრძე 545 კმ, აუზის ფართობი 28,286 კმ². მდინარე რაინის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს ვოგეზებში, ზღვის დონიდან 715 მ სიმაღლეზე. უმთავრესად მიედინება ღრმა და ვიწრო ხეობაში. ქმნის ამავე სახელწოდების ხეობას. მთავარი შენაკადებია: საარი, რუვერი, ავიერა. წყალმოვარდნები იცის ნოემბრიდან აპრილამდე. სანაოსნოა ზემო დინებამდე. მოზელს კვეთს მარნა-რაინის არხი, აღმოსავლეთის არხით შეერთებულია მდინარე სონასთან.
სწრაფი ფაქტები მოზელი, ქვეყანა ...
მოზელი | |
---|---|
ქვეყანა |
საფრანგეთი ლუქსემბურგი გერმანია |
ქალაქები |
ნანსი მეცი |
სათავე |
ვოგეზები 47°53′02″ ჩ. გ. 6°53′34″ ა. გ. |
სიგრძე | 545 კმ |
აუზის ფართობი | 28,286 კმ² |
მოზელი ვიკისაწყობში |
დახურვა
აგებულია ჰიდროელექტროსადგური. ნაპირებზე მდებარეობს ქალაქები: ნანსი, მეცი, კობლენცი. მოზელის ხეობა მევენახეობისა და მეღვინეობის რაიონია. წყლის საშუალო ხარჯი 290 მ³/წმ.