მიშელ ფუკო (ფრანგ. Michel Foucault; [miˈʃɛl fuˈko]; დ. 15 ოქტომბერი, 1926, პუატიე — გ. 25 ივნისი 1984, პარიზი) — ფრანგი ფილოსოფოსი, კოლეჟ დე ფრანსის შემეცნებათა სისტემების ისტორიის კათედრის გამგე. ფუკოს ნამუშევრებმა მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა მეცნიერების განვითარებას: მისი გავლენა შეეხო ჰუმანიტარულ და საზოგადოებრივ მეცნიერებებს, ასევე მთელ რიგ გამოყენებითი და პროფესიული ცოდნის სფეროებს.
სწრაფი ფაქტები მიშელ ფუკო, დაბ. თარიღი ...
მიშელ ფუკო |
---|
ფრანგ. Michel Foucault |
|
დაბ. თარიღი |
15 ოქტომბერი, 1926(1926-10-15)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18] [19] |
---|
დაბ. ადგილი |
პუატიე, ვიენა, საფრანგეთი[20] [19] |
---|
გარდ. თარიღი |
25 ივნისი, 1984(1984-06-25)[1] [2] [3] [6] [7] [8] [10] [11] [12] [13] [14] [15] [19] (57 წლის) |
---|
გარდ. ადგილი |
პარიზის XIII რაიონი, საფრანგეთი[21] |
---|
დასაფლავებულია |
Q110358956? |
---|
მოქალაქეობა |
საფრანგეთი[22] |
---|
საქმიანობა |
ფილოსოფოსი[15] [16] |
---|
მუშაობის ადგილი |
კალიფორნიის უნივერსიტეტი, Charles de Gaulle University of humanities arts and social sciences, University at Buffalo, საფრანგეთის კოლეჯი[23] , Paris 8 University, უფსალის უნივერსიტეტი, ვარშავის უნივერსიტეტი და Tunis University |
---|
ალმა-მატერი |
ანრი IV-ის ლიცეუმი, პარიზის უმაღლესი ნორმალური სკოლა და პარიზის უნივერსიტეტი |
---|
განთქმული მოსწავლეები |
ჟაკ დერიდა |
---|
პარტნიორ(ებ)ი |
Daniel Defert |
---|
სამეცნიერო ხარისხი |
ფილოსოფიის დოქტორი |
---|
მეუღლე |
|
---|
მამა |
Paul Foucault |
---|
- :::იმანუელ კანტი, ფრიდრიხ ნიცშე, Gaston Bachelard, მარტინ ჰაიდეგერი, ჟორჟ ბატაი, Georges Canguilhem, კარლ მარქსი, Maurice Blanchot, Jean-Toussaint Desanti, Louis Althusser, Pierre Hadot, ზიგმუნდ ფროიდი, Claude Lévi-Strauss, Gayle Rubin, უილიამ სიუარდ ბეროუზი[24] , პლატონი, კინიკური სკოლა, გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი, ფერდინანდ დე სოსიური, ედმუნდ ჰუსერლი, Ludwig Binswanger, კარლ იასპერსი, Eugène Minkowski, Maurice Merleau-Ponty, Ernst Cassirer, Raymond Roussel, Jean Hyppolite, ჟორჟ დიუმეზილი, ჟაკ ლაკანი და ჟილ დელეზი
|
ხელმოწერა |
|
---|
|
დახურვა
მიშელ ფუკო ყველაზე უკეთ ცნობილია სხვადასხვა სოციალური ინსტიტუტების/დაწესებულებების კრიტიკული ანალიზისთვის (მათ შორის ფსიქიატრიის, მედიცინისა და ციხეების სისტემის) და მისი შრომისთვის სექსუალობის ისტორიაში. ფუკოს ნაშრომი ძალაუფლებაზე და ურთიერთობაზე ძალაუფლებას, ცოდნასა და „დისკურსს“ შორის ფართო დისკუსიისა და გამოყენების საგანი გახდა. ხშირად მოიხსენიებენ როგორც პოსტმოდერნისტს ან პოსტსტრუქტურალისტს, თუმცა 1960-იან წლებში ის უფრო ხშირად სტრუქტურალისტურ მოძრაობასთან ასოცირდებოდა. ფუკო მოგვიანებით განუდგა სტრუქტურალიზმს, ამ უკანასკნელთა მიერ ფორმალიზმისკენ გადახრის გამო, და ყოველთვის უარყოფდა პოსტსტრუქტურალისტურ და პოსტმოდერნისტულ იარლიყს.