ბაიერნი (საფეხბურთო კლუბი)
From Wikipedia, the free encyclopedia
საფეხბურთო კლუბი მიუნხენის ბაიერნი (გერმ. FC Bayern München) — გერმანული საფეხბურთო კლუბი ბავარიის ქალაქ მიუნხენიდან; ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კლუბი ფეხბურთის ისტორიაში; ასევე ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი. 2 საკონტინენტთაშორისო თასით, 6 უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ტიტულით, 1 უეფას თასის ტიტულით, 1 თასების მფლობელთა თასის ტიტულით, 30 ეროვნული ჩემპიონატით, 20 გერმანული თასით, მიუნხენის ბაიერნი გერმანიის მოწინავე საფეხბურთო კლუბია. „ბაიერნი“ საწევრო კლუბია და 132.000 წევრით მსოფლიოში სიდიდით მესამეა „ბენფიკასა“ და „ბარსელონას“ კლუბების შემდეგ. „ბაიერნს“ ასევე განყოფილებები აქვს ჭადრაკში, ხელბურთში, კალათბურთში, ტანვარჯიშში, ბოულინგსა და მაგიდის ჩოგბურთში.
სწრაფი ფაქტები სრული სახელი, დაარსდა ...
სრული სახელი |
საფეხბურთო კლუბი მიუნხენის ბაიერნი | ||
---|---|---|---|
დაარსდა | 27 თებერვალი, 1900; 124 წლის წინ (1900-02-27) | ||
სტადიონი |
ალიანც არენა, მიუნხენი (ტევადობა: 75 000 მაყურებელი) | ||
პრეზიდენტი | ჰერბერტ ჰაინერი | ||
მწვრთნელი | ვენსან კომპანი | ||
კაპიტანი | მანუელ ნოიერი | ||
ლიგა | ბუნდესლიგა | ||
2023-2024 | მესამე | ||
საიტი | ოფიციალური საიტი | ||
|
დახურვა