მიმი
From Wikipedia, the free encyclopedia
მიმი ან მემი (ინგლ. meme) — კულტურული ინფორმაციის ფრაგმენტი. მიმი შეიძლება იყოს ნებისმიერი იდეა ან ქცევა, რომელიც შეგნებულად თუ შეუგნებლად ადამიანიდან ადამიანზე ვრცელდება საუბრით, წერით, ვიდეოთი, რიტუალით, ჟესტებით და ა.შ. არსებითად მიმი არის ინფორმაცია, მაგრამ მისი ფუნქციონირება აღნიშნავს ქცევით გამოვლინებას.
მიმის კონცეფცია და თვითონ ტერმინი რიჩარდ დოკინზმა, 1976 წელს საკუთარ წიგნ "ეგოისტური გენი"-ში ჩამოაყალიბა. დოკინზმა ივარაუდა, რომ მთელი კულტურული ინფორმაცია შედგება მიმის საბაზო ფრაგმენტებისგან, ზუსტად ისე, როგორც ბიოლოგიური ინფორმაცია შედგება გენებისგან და როგორც გენები, მიმი ასევე ექვემდებარება ბუნებრივ გადარჩევას, მუტაციას და ხელოვნურ გადარჩევას. დოკინზის ამ იდეის საფუძველზე, წარმოიქმნა ახალი სწავლება მემეტიკა, რომელიც მიჩნეულია ფსევდომეცნიერებად[1].