From Wikipedia, the free encyclopedia
მილის ველი — მტკვარ-არაქსის დაბლობის ნაწილი მტკვრის მარჯვენანაპირეთში, მდინარე არაქსის ქვემო დინების დასავლეთით, აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში (აზერბაიჯანი). წარმოადგენს ნახევარუდაბნო ვაკეს, დასავლეთით ამაღლებულია და დანაწევრებულია მშრალი ხევებით, ჩრდილო-აღმოსავლეთით დაბალია (ზღვის დონეზე დაბლა მდებარეობს). ჰავა გვალვიანია, იცის ცხელი ზაფხული. ნალექები დაახლოებით 300 მმ წელიწადში. ნიადაგები — რუხ-ყავისფერი, რუხი, რუხ-მდელოსი, ზოგან მლაშობები. მცენარეულობა — ნახევარუდაბნოსი. სარწყავი მიწათმოქმედება, მესაქონლეობა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.