From Wikipedia, the free encyclopedia
მთელი რიცხვები (ლათინურიდან integer, ანუ „ხელშეუხებელი“) — ნატურალური რიცხვები (1, 2, 3, …), მათი მოპირდაპირე (უარყოფითი) რიცხვები (−1, −2, −3, …) და 0. მთელი რიცხვების სიმრავლე ნამდვილი რიცხვების სიმრავლის ქვესიმრავლეა. მთელი რიცხვები ისეთი რიცხვებია, რომელთა ჩაწერა წილადებისა და ათწილადების გარეშეა შესაძლებელი. მაგალითად, 65, 7 და −756 მთელი რიცხვებია; 1,6 და 1½ კი არაა მთელი. მთელი რიცხვების სიმრავლე ხშირად მუქი Z-ით ან -ით (უნიკოდში U+2124 ℤ) აღინიშნება. Z={… −2, −1, 0, 1, 2, …}. ასო Z გერმანულიდან Zahlen-იდან („რიცხვები“) მომდინარეობს[1].
ნატურალური რიცხვების მსგავსად, მთელი რიცხვები უსარულო თვლად სიმრავლეს ქმნიან.
ალგებრული რიცხვების თეორიაში მთელი რიცხვები რაციონალური რიცხვების ველში მოიაზრება და მათ რაციონალური მთელი რიცხვები ეწოდება, რათა ალგებრული მთელი რიცხვებისგან განვასხვაოთ.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.