მექსიკის პოლიტიკური სისტემა
From Wikipedia, the free encyclopedia
მექსიკის პოლიტიკური სისტემა — ფედერალურ საპრეზიდენტო წარმომადგენლობით დემოკრატიულ რესპუბლიკას წარმოადგენს, რომლის მმართველობაც მრავალპარტიული კონგრესის სისტემაზეა დაფუძნებული, სადაც მექსიკის პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაურიცაა და მთავრობის მეთაურიც. მექსიკის შეერთებულ შტატებს ფედერალური მთავრობა წარმოადგენს, რომელიც 1917 წელს მიღებული მექსიკის კონსტიტუციის მიხედვით, სამ შტოდ იყოფა: საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო შტოდ. ფედერაციის შემადგენელ შტატებს მათი კონსტიტუციების შესაბამისი, კონგრესის სისტემაზე დაფუძნებული მმართველობის რესპუბლიკური ფორმაც უნდა ჰქონდეთ.[1]
აღმასრულებელი ძალაუფლება აღმასრულებელი შტოს ხელშია, რომლის მეთაურიც პრეზიდენტია. პრეზიდენტს ჰყავს მდივანთა კაბინეტი, რომელიც საკანონმდებლო შტოსგან დამოუკიდებელია. საკანონმდებლო ძალაუფლება მექსიკის კონგრესის ხელშია, რომელიც ორპალატიანი საკანონმდებლო ორგანოა. ზედა პალატას რესპუბლიკის სენატი წარმოადგენს, ხოლო ქვედა პალატას ― დეპუტატთა პალატა. სასამართლო ხელისუფლება იუსტიციის უზენაეს სასამართლოს, ფედერალურ სასამართლო საბჭოსა და კოლეგიალურ, ერთეულ და საოლქო ტრიბუნალებს მოიცავს.