მეფე ლუდოვიკო წმინდას ხიდი
თორნტონ უაილდერის რომანი / From Wikipedia, the free encyclopedia
მეფე ლუდოვიკო წმინდას ხიდი (ინგლ. The Bridge of San Luis Rey) — ამერიკელი მწერლის, თორნტონ უაილდერის რიგით მეორე რომანი, რომელიც პირველად 1927 წელს გამოიცა და საყოველთაო აღიარება მალევე მოიპოვა. ნაწარმოებმა გამოცემიდან ერთი წლის შემდეგ, 1928 წელს, დაიმსახურა პულიცერის პრემია და იმავე წლის ყველაზე გაყიდვად წიგნად იქცა აშშ-ში.[1][2] ნაწარმოები ფართობაა აღიარებული, როგორც ამ ამერიკელი მწერლის მაგნუმ-ოპუსი.[3]
სწრაფი ფაქტები მეფე ლუდოვიკო წმინდას ხიდი, ავტორი ...
მეფე ლუდოვიკო წმინდას ხიდი | |
---|---|
| |
ავტორი | თორნტონ უაილდერი |
მშობლიური ენა | ინგლისური |
დაწერის ადგილი | აშშ |
გამოცემულია | 1927 |
მედია | ბეჭდური |
გვერდი | 235 (ორიგინალში) |
დახურვა
1998 წელს, ამერიკული თანამედროვე ბიბლიოთეკის სარედაქციო საბჭომ, ნაწარმოები მე-20 საუკუნის 100 საუკეთესო ლიტერატურულ ნაწარმოებს შორის 37-ე ადგილზე გაამწესა.[4] ჟურნალმა „Time”-მა წიგნი 1923 წლიდან 2005 წლამდე დაწერილ 100 საუკეთესო ინგლისურენოვან ნაწარმოებს შორის შეიყვანა. [5]