მერნეიტი
From Wikipedia, the free encyclopedia
მერნეიტი — ძველი ეგვიპტის დედოფალი მოგვიანებით კი ძველი ეგვიპტის რეგენტი. ზოგიერთი ოფიციალური ჩანაწერის თანახმად მერნეიტი იყო ეგვიპტის მმართველი, თუ ჩანაწერებიდან გამომდინარე მერნეიტი იყო ეგვიპტის პირველი ქალი ფარაონი. მერნეიტი მეფობდა ძვ. წ. XXX საუკუნეში, დღეისათვის უცნობია მისი მმართველობის ზუსტი წლები და ხანგრძლივობა. სავარაუდოდ, მერნეიტი იყო ფარაონ ჯერის შვილი და ფარაონ ჯეტის მეუღლე, ასევე მისი შთამომავლის ფარაონ დენის დედა.[1]