From Wikipedia, the free encyclopedia
მეი მასკი (ინგლ. Maye Musk; დაბადებისას — ჰალდემანი (ინგლ. Haldeman); დ. 19 აპრილი, 1948, რეჯაინა, სასკაჩევანი, კანადა)[2] – მოდელი და დიეტოლოგი.[3][4] თავისი 50 წლიანი სამოდელო კარიერის განმავლობაში, ის გამოჩნდა სხვადასხვა ჟურნალების გარეკანებზე, მათ შორის ჟურნალ Time-ის ჯანმრთელობის გამოცემის, Vogue-ის საერთაშორისო გამოცემების და Sports Illustrated-ის გარეკანზე. არის ილონ მასკის, ტოსკა მასკის, კიმბალ მასკის დედა[5] და ფლობს კანადის, სამხრეთ აფრიკის და აშშ-ის მოქალაქეობას.
მეი მასკი | |
---|---|
დაბადების სახელი | მეი ჰალდემანი |
დაბადების თარიღი |
19 აპრილი, 1948 რეჯაინა, სასკაჩევანი, კანადა |
ეროვნება | კანადელი, სამხრეთ აფრიკელი, ამერიკელი[1] |
მეუღლე(ები) | ეროლ მასკი (დ. 1970; გ. 1970) |
შვილ(ებ)ი |
ილონ მასკი ტოსკა მასკი კიმბალ მასკი |
მეი ჰალდემანი დაიბადა 1948 წლის 19 აპრილს რეჯაინაში, კანადის სასკაჩევანის პროვინციაში, როგორც ტყუპი[6] და მშობლების ხუთი შვილიდან ერთ-ერთი. 1950 წელს მისი ოჯახი საცხოვრებლად პრეტორიაში, სამხრეთ აფრიკაში. მისი მშობლები, ვინიფრედ ჟოზეფინა „უინი“ (ფლეტჩერი) და ჯოშუა ნორმან ჰალდემანი, „Technocracy Incorporated“-ის ყოფილი დირექტორი და მოყვარული არქეოლოგი,[7][8][9] იყვნენ თავგადასავლების მოყვარულები და 1952 წლიდან თვითმფრინავით დაფრინავდნენ მთელი ოჯახით მსოფლიოს გარშემო. ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ოჯახმა დრო კალაჰარის უდაბნოში გაატარა, ზღაპრული და დაკარგული ქალაქის „კალაჰარის“ ძიებაში. შემდგომში, მშობლებმა გამართეს სლაიდ შოუები და ისაუბრეს თავიანთი მოგზაურობის შესახებ.
ახალგაზრდობაში, ჰალდემანი 1969 წლის სამხრეთ აფრიკის სილამაზის კონკურსის ფინალისტი გახდა. 1970 წელს დაქორწინდა ეროლ მასკზე, სამხრეთ აფრიკელ ინჟინერზე, რომელიც სკოლაში გაიცნო. მათ სამი შვილი შეეძინათ: ილონ მასკი, კიმბალ მასკი და ტოსკა მასკი. მეიმ თავის ვაჟს, ელონს, თავისი ამერიკელი ბაბუის, ჯონ ელონ ჰალდემანის სახელი დაარქვა.[10][11] მაგისტრის ხარისხი დიეტოლოგიაში სამხრეთ აფრიკის „Free State“ უნივერსიტეტიდან მიიღო. მოგვიანებით, მან მეორე სამაგისტრო ხარისხი მიიღო კვების მეცნიერებაში ტორონტოს უნივერსიტეტში მიიღო.[12]
1979 წელს დაშორდა მეუღლეს, ეროლ მასკს. ორი წლის შემდეგ, ილონმა გადაწყვიტა მამასთან ცხოვრება. ოთხი წლის შემდეგ, კიმბალიც ილონს შეუერთდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ილონმა კანადაში გადასვლა გადაწყვიტა. 1989 წელს, ექვსი თვის შემდეგ, მეიმ ქალიშვილ ტოსკასთან ერთად კანადაში გადავიდა საცხოვრებლად.[13] თავისუფლად საუბრობს აფრიკაანსა და ინგლისურ ენაზე.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.